მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ მისმა მეგობარმა, ამიკო ჯანელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
,,ბასლა აღარ გვყავს“, – წერდა ის.
არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ის წინა დღეებში იტალიაში იმყოფებოდა და საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა.


