„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის და ნახევარ-ფინალსიტის ანი ყიფშიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ეს კი მეორე ნახევრის დამსახურებაა.
– ანი, გვიამბე შენს მეორე ნახევარზე, როგორი სიყვარულის ისტორია გაქვთ?
– ჩვენი სიყვარულის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა „პრაიმ ჰაუსი“ დამთავრდა. ეს ადამიანი ყველანაირი გზით ცდილობდა, რომ ჩემამდე მოსულიყო და როცა გინდა, ყოველთვის გამოგდის.
გადავეკვეთეთ ერთამნეთს. თავიდან თვალები მომეწონა. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ძალიან მაგარ ადამიანთან მქონდა საქმე.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი, პირველი შეხვედრა გაიხსენე…
– სოციალურ ქსელში მომწერა, მომესალმა, როგორ ხარო. ვუთხარი, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი. როგორ შეიძლება ცუდ ხასიათზე ყოფნა, შენი სახლი ვიცი, აქვე ვარ და მოვალო. ჩემს უბანში მოვიდა, მაგრად გამოპრანჭული, თვალებციმციმა… იმ დღის შემდეგ ასე მოვდივართ… პრინცმა მომაკითხა, რაშზე ამხედრებულმა. (იცინის).
– მის სახელსა და გვარს სოცქსელებში არ ავრცელებ. ქართველია?
– კი, ქართველია. სამჭიდში საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონია. ცხოვრებაში, სპორტის მიმართულება აქვს არჩეული. ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს, ვფიქრობ, დედამიწაზე ყველაზე პატიოსანი, ყველაზე კეთილი ადამიანია. ეს ადამიანი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მართლა აღარაფერი მაინტერესებდა. რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ღმერთმა გამომიგზავნა…
ჩემს შვილს ყურადღებას არ აკლებს, ისე ზრუნავს, როგორც საკუთარი მამა იზრუნებდა მასზე. რამე თუ სტკივა, ესეც განიცდის, რამეს თუ დააშავებს, შენიშვნას მისცემს, ოღონდ სწორად, როგორც საკუთარ შვილს. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ საერთო შვილი ჩვენც გვყავდეს…
– მას თუ ჰყავს შვილი?
– მასაც ჰყავს შვილი და იდეალური ურთიერთობა გვაქვს მასთან მეც და ნატალისაც.
– რამდენი ხანია ერთად ცხოვრობთ?
– დაახლოებით, 8 თვეა. შეყვარებულობიდან – წელიწადი და 2 თვეა გასული…
– ქორწილსაც ხომ არ გეგმავთ?
– ჯერჯერობით, ამაზე არ ვფიქრობ. სამომავლოდ შეიძლება, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპია დაწყებული. ხომ იცით, როგორი ადამიანის გვერდითაც ხარ, შენც ისეთი ხდებიო. სპორტის გზას მეც გავყევი, ფიტნეს ინსტრუქტორი გავხდი. „პრო ფიტნესს“ აქვს 6 ფილიალი, ნებისმიერ ფილიალში იდეალური და უმაგრესი ინსტრუქტორები გვყავს.
წყარო: primetime


