ფეისბუქმომხმარებელი მაიკო ხაჩიძე პირად გვერდზე თავისი მეგობრის ოჯახის შესახებ ყვება. ეს არის ისტორია ღალატის შესახებ. სიყვარულით ნაშენები ოჯახი წლების შემდეგ მამაკაცის ღალატს შეეწირა.
„იქნებ მეც გავაწნა ვიღაცას სილა! ანუ როგორ დაინგრა ოჯახი… დღეს მეგობარმა შემომიარა, შეშლილი იყო, მეუბნება, თურმე ქმარს უღალატია, დათრგუნული იყო, ამხელა გოგო მობუზულიყო, და თითქოს სისხლი არ გამოსდიოდა, მაგრამ იცლებოდა სისხლისგან, ყვებოდა და ფერმკრთალდებოდა უფრო და უფრო… მეც გადამედო განწყობა, მეც ისე მოვიბუზე…
ვისხედით ასე ბეღურებივით, წვიმიან, ცივ ამინდში რომ მოიბუზებიან ხოლმე და ელიან სითბოს, ჩემი მეგობარიც ელოდა სითბოს, ძლიერ მკლავებს, მასში ჩამალვას და გაყუჩებას, მაგრამ…
იმ ძლიერ მკლავებს, რომლებშიც ეს იბუზებოდა, სხვა შეეფარებინა… არადა ალბათ რამდენი ეცადე ამ ბეღურის გული მოგეგო წლების წინ, რამდენი ღამე ათიე ამაზე ფიქრით, როგორ მოგწონდა ანცი, კეკლუცად რომ მოქროდა შენთან პაემანზე, შენც ამაყად ელოდი, იცოდი, შენ გეკუთვნოდა, ვინ იცის რამდენი?
ჰო, რამდენი ნატრობდა მის თავს, რამდენს სტკიოდა გული, შენთან რომ იყო და მასთან არა, რამდენი დათმობდა ყველაფერს, მასთან რომ მისულიყო და არა შენთან, მაგრამ შენ აგირჩია (თურმე, სამწუხაროდ)… აგირჩია, არ იცოდა, რომ არ ელოდა, რომ, ვერ წარმოიდგენდა, რომ, შენ რომელიც, ერთ დროს იჩოქებდი, მისი სიყვარულით უღალატებდი…
არადა, გახსოვს? პირველად რომ შეეხე ტუჩზე, როგორ თრთოდა? არადა, გახსოვს? “მიყვარხარ”-ს რომ ეუბნებოდი, როგორ წითლდებოდა? სიყვარული ხომ ყვავილს ჰგავს? ერთნი წყვეტენ და ახმობენ, მეორენი კი წყალს უსხამენ, რწყავენ და ცდილობენ გაზარდონ, გალამაზდეს და გაიფურჩქნოს…
შენ? შენ თურმე მოგიწყვეტია, წყალიც არ გამოგიცვლია ლარნაკში და კი არ გახმა, დალპა, სუნი აუვიდა… თურმე ჯობდა დაგეთმო მისთვის, ვინც მას ალბათ მართლა მორწყავდა და გააყვავილებდა, ალბათ რამდენ რამეს გააკეთებდა, არჩევანი მასზე რომ შეეჩერებინა, არ უღალატებდა, არ დაივიწყებდა მის გემრიელ, მარწყვივით ტუჩებს (ხომ ასე ეძახდი) და შენ რა ქენი?
გაგტიკბა? გაინაღდე? სხვას შეახარბე, რომ შენი გახდა? და მერე? მერე რა ქენი? ცხოვრება რომ შემოგწირა, შვილი რომ გაჩუქა, კანი რომ მოეჩვარა და ნაოჭი მიმიკას შეერია, აღმოაჩინე, რომ აღარ გინდა? აღარ მოგწონს? და მიატოვე …. უკაცრავად?!
არა! არა! არა! არ გქონდა უფლება, მაგრამ შენ რა უფლებაზე გელაპარაკები, შენ რა იცი უფლება და კანონი? ღვთის წინაშე დადებული სიტყვა გატეხე… მაგრამ ასე ჯობდა, მოღალატესთან ცხოვრებას ეულად მოკვდე, ისა სჯობს…
P.S. მეგობრებში არ მყავს, ვერ წაიკითხავს, მაგრამ მე მომეშვა გულზე, მეუღლეებს გაუფრთხილდით, კაცებო! თურმე არსებობენ კაცები და კაცუნები… კაცურად გეცხოვროთ…
ჩემს დასაოჯახებელ მეგობრებს მივმართავ, მანამ არ მოიყვანოთ ცოლები, სანამ არ მიხვდებით, რომ უღალატოდ სიცოცხლეს შეძლებთ… თქვენს “განაღდებულ” ქალებზე ოდესღაც და შეიძლება დღესაც სხვები ოცნებობდნენ….“- წერს მაიკო ხაჩიძე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია