მომღერალი ზურა ხაჩიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ მიტროპოლიტი სერაფიმეს ინსულტი დაემართა.
„მოიხსენიეთ მიტროპოლიტი სერაფიმე ლოცვებში! ჩემი მეუფე. (სავარაუდოდ ინსულტია)“, – წერს ზურა ხაჩიძე.

მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით განაცხადება გაავრცელა:
,,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, – აცხადებენ საპატრიარქოში.


