ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ქართველმა ფეხბურთელებმა იასპარეზეს.
„რეალთან“ მოგებულ მატჩში (1:0) „ლივერპულის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა კარი „მშრალად შეინახა“.
„ბაიერნთან“ შეხვედრაში (1:2) პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა.
„იუვენტუსთან“ გასვლით დაპირისპირებაში (1:1) „სპორტინგის“ გარემარბი გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო.
ჩვენებურების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.
გიორგი მამარდაშვილი: Whoscored 6.6. Sofascore 6.7, Flashscore 6.9.
ხვიჩა კვარაცხელია: Whoscored 6.9, Sofascore 6.8, Flashscore 7.0.


