მამაო, როგორ ვილოცოთ?
პატარა ბავშვის მსგავსად ესაუბრეთ მას. იგრძენით, რომ ბავშვები ხართ, ხოლო ღმერთი თქვენი ზეციური მამაა და თხოვეთ მას, რაც გჭირდებათ და შემდეგ უკვე ვეღარ მოსცილდებით მას! მხოლოდ ღმერთში ვიძენთ უსაფრთხოებას, ნუგეშს, გამოუთქმელ სიყვარულსა და სიფაქიზეს.
ლოცვა საკუთარ გულში ქრისტეს შეშვებას და მთელი არსებით მის შეყვარებას ნიშნავს. „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“,
როდესაც ადამიანს ღმერთი უყვარს და მასთან ურთიერთობს, მაშინ მას უკვე მიწიერი აღარაფერი იზიდავს. ის „შეშლილივით“ ხდება. აბა ჩაურთე შეშლის საუკეთესო მუსიკა, საერთოდ არ შეეხება, უჩვენე ყველაზე მშვენიერი ნახატი, ყურადღებასაც არ მიაქცევს.
მიეცი ყველაზე გემრიელი საჭმელი, საუკეთესო ტანსაცმელი, არაფერი იზიდავს, არაფერი აინტერესებს და მხოლოდ საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. სწორედ ასევეა ის ადამიანიც, ვისაც ზეციურ სამყაროსთან აქვს ურთიერთობა; ის მთელი არსებით ქრისტესთანაა და არაფრის ფასად არ უნდა მასთან განშორება.
ისევე როგორც ბავშვს დედის მკლავებს ვერ მოწყვეტ, ასევე ლოცვას ვერ მოწყვეტ მას, ვინც მისი სიტკბოება იგემა. რას გრძნობს ბავშვი დედის მკლავებში? მხოლოდ ის მიხვდება ამას, ვინც საკუთარ გულში ღმერთს იგრძნობს და საკუთარ თავს კი მის შვილად და ბავშვად აღიქვამს.
ვიცნობ ისეთ ადამიანებსაც, ვინც ლოცვისას საკუთარ თავს ბავშვებად აღიქვამენ. რომ მოუსმინო, თუ რა სიტყვებით ლოცულობენ, იფიქრებ რომ პატარა ბავშვები არიან.
როდესაც დაინახავენ თუ ამ დროს რა მოძრაობებს აკეთებენ, იტყვიან რომ სულ გაგიჟდნენ ესენიო! როგორც შვილი გარბის მამისკენ, ხელზე ებღაუჭება და სათხოვარის შესრულებას ეხვეწება, აი ასეთი უბრალო და შვილებრივი კადნიერებით ესაუბრებიან ღმერთს!
წმ პაისი მთაწმინდელი.
გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ სტატია.