ტრაგედია საბერძნეთში: 49 წლის ქალი საკუთარ საცხობში საზელმა მანქანამ ჩაითრია და გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა დღეს დილით ლარისაში, კერძოდ, დამასის ტერიტორიაზე მდებარე საცხობში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 49 წლის ქალი, ორი შვილის დედა, საზელ მანქანაში გაიჭედა, სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც მისი შარფი მექანიზმებში გაიხლართა. როგორც ჩანს, ქალი საცხობს სამუშაო დღის დასაწყებად ამზადებდა და მანქანას წმენდდა, შემდეგი პარტია პროდუქტების გამოსაცხობად.
არსებული ინფორმაციით, საცხობში მომხმარებელი შევიდა, ვინაიდან შიგნიდან არავინ გამოეხმაურა, უკანა მხარეს შეიხედა, რადგან ეს ყველაფერი საეჭვოდ მოეჩვენა, სწორედ მაშინ იპოვა 49 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში.
საბერძნეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს (EKAB) დაუყოვნებლივ აცნობეს, მაგრამ მაშველების ძალისხმევის მიუხედავად, ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევის ზუსტ მიზეზებს კომპეტენტური ორგანოები იძიებენ.
წყარო georgians.gr


