• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 25, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბედნიერი ოჯახი და მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო – როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე?

by inew
16 November 2025
in საზოგადოება
0
ბედნიერი ოჯახი და მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო – როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე?
0
SHARES
145
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ლიზა მაღრაძის სახელი და გვარი ალბათ ბევრ თქვენგანს ეცნობა – პატარა გოგო საოცარი ხმითა და საოცარი გარეგნობით საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. ლიზასა და თათია გიორგობიანის დუეტი წლების წინ რეიტინგების ლიდერი იყო. მოგვიანებით ლიზა მუსიკალურ კარიერას ჩამოშორდა და კამერებთანაც იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა მის მიმართ ინტერესი, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, მუდმივად არსებობდა. ლიზა მაღრაძე ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია. როგორც ლიზა წლების წინ იხსენებდა, ბაბუასთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მისი გარდაცვალება რთულად გადაიტანა:

“იმდენად პატარაც არ ვყოფილვარ, რომ ვერ გამეცნობიერებინა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. რთულია ამ თემაზე ლაპარაკი. ამ ასაკში უკეთ ვაცნობიერებ, რამხელა და რა მაგარი ადამიანი დავკარგეთ. მაშინ აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი. ვიცოდი, რომ ცუდი რაღაც მოხდა. ვიცოდი, რომ მიყვარდა და ძალიან მტკიოდა. ვიცოდი, რომ იმ დროს ჩემთვის არ ეცალათ და მარტო მიწევდა საკუთარ თავთან ყოფნა. მახსოვს, ძალიან ცუდად ვხდებოდი ხოლმე ამაზე ფიქრით.

მაშინ ასეთ ტკივილს პირველად შევეჯახე. ათი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. პირველად რომ გავიგე, აღარ იყო, იმ მომენტიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. თითქოს თავდაცვის მექანიზმი ჩამერთო და ეს პერიოდი ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე. რაღაც დრო რომ გავიდა, ხშირად ვათვალიერებდი მის ფოტოებს და იმდენად აღარ ვნერვიულობდი, იმდენს აღარ ვტიროდი.

patarkacishvili

მისგან ძალიან ბევრი ლამაზი მოგონება დამრჩა. მახსოვს კადრი, ბადრი სახლში შემოდის და მოაქვს ორი დიდი ჩემოდანი. ხსნის და ორივე ჩემი საჩუქრებითაა სავსე. სულ ასე იქცეოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის დრო ყოველთვის ჰქონდა. მეგონა, ამ ადამიანს ყველაფერი შეეძლო. ჩემი თოვლის ბაბუა იყო. თუმცა, მარტო ჩემი არა, ძალიან ბევრ ბავშვს ეხმარებოდა”, – იხსენებდა ლიზა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლიზა მაღრაძის ბავშვობა

ლიზა მაღრაძე განსაკუთრებით პოპულარული ბავშვი იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა თანატოლებში. ლიზა ცნობილი მუსიკალური კარიერით გახდა და მის მიერ შესრულებული სიმღერები მალევე ჰიდტებოდა.

2013 წელს საბავშვო „ახალ ხმასთან“ ერთად, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ კულტურის ბლოკს, დაემატა რუბრიკა, რომლის წამყვანიც თოთხმეტი წლის ენერგიული და მხიარული ლიზა მაღრაძე იყო და კონკურსის მონაწილეებსა და მწვრთნელებს გვაცნობდა.

“ბავშვობიდან მინდა ჟურნალისტობა, ყოველთვის მომწონდა ეს პროფესია. სულ პატარა ვიყავი, როდესაც „იმედის დილის“ გადაცემა, დილის ფოსტა მიმყავდა თათია გიორგობიანთან ერთად. მაშინაც ძალიან მომწონდა და ეს სიყვარული დღემდე გაგრძელდა. კამერასთან კონფლიქტი არასდროს მქონია, თუმცა, რომ გითხრათ, იმ პერიოდში დიდად აღვიქვამდი, რა ხდებოდა ჩემს თავს და ვხვდებოდი, იმ კამერის უკან მილიონობით ადამიანი რომ იყო, მოგატყუებთ. ეს ჩემთვის თამაში იყო და ვერთობოდი. ხანდახან ეთერში ისეთ რაღაცებს ვამბობდი, რომ ცოტა უხერხულიც იყო”, – იხსენებდა ლიზა.

magradze

მოგვიანებით ლიზა მუსიკალურ კარიერას ჩამოშორდა და სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში გააგრძელა. ის თემურ ჩხეიძის ჯგუფში სამსახიობო ხელოვნებას ეუფლებოდა.

ლიზა მაღრაძის ოჯახი და ცხოვრება დღეს

ლიზა პანდემიის პერიოდში საიდუმლოდ გათხოვდა – მისი რჩეული  გიორგი კაკაბაძეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა. საზოგადოებას მალე აცნო, რომ შვილს ელოდებოდა. 2021 წელს კი ლიზა დედა გახდა, პატარა გოგონას ფოტოები მან სოციალურ ქსელში გააზიარა.

გარდა ამისა ბაბუის, ბადრი პატარკაციშვილის ტრადიცია გაეგრძელებინა ბავშვებთან მიმართებაში და ბავშვთა გასართობი ცენტრი – „ქენდი ქიდს“ გახსნა.

liza

“ყველაფერი, რაც აქამდე გამიკეთებია და რასაც მომავალში გავაკეთებ, აუცილებლად იქნება ჩემი ოჯახის ტრადიციების ღირსეული გაგრძელება. ამას მაქსიმალურად ვეცდები. ბავშვთა გასართობი ცენტრის გახსნის იდეაც აქედან გამომდინარე გამიჩნდა. მინდოდა, ამას, კომერციულის გარდა, სოციალური ხასიათიც ჰქონოდა. ამ ადგილას ადრეც ბავშვთა გასართობი ცენტრი იყო, რომელიც ჩვენს ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო აღარ ფუნქციონირებდა. ჩემი ბავშვობის მეგობარი ანიმატორია და იმდენად ხშირად მელაპარაკებოდა ამ საკითხზე, რომ ბოლოს გადარეული ვიყავი, ისე მინდოდა ბავშვთა გასართობი ცენტრის გახსნა. ძალიან მეხმარებოდა, კი არა, ფაქტობრივად, ყველაფერი თავად გააკეთა. ოჯახში რომ ვთქვი ამ იდეის შესახებ, არ გაჰკვირვებიათ, რა მაგარიაო, მითხრეს. თითქოს, ლოგიკურიც იყო ეს ყველაფერი. ბევრი პრობლემა შეგვხვდა, მაგრამ მაინც მოვედით აქამდე” – ამბობდა ლიზა.

დღეს ლიზა ეკრანზე არა, თუმცა სოციალურ ქსელში აქტიურად ჩანს. მას ერთი შვილი, უსაყვარლესი ანინე ჰყავს, რომელთან ერთადაც გადაღებულ კადრებს გულშემატკივრებს ხშირად უზიარებს. ლიზა ტიკტოკის პლატფორმაზე საკუთარი სიმღერის ვიდეოებსაც აქვეყნებს და ხშირად იღებს კომენტარებს, რომ ბევრ ადამიანს ბავშვობას ახსენებს.

ლიზა მეუღლესა და მეგობრებთან ერთად ხშირად მოგზაურობს. ევროპული ვოიაჟების გარდა, ულამაზეს კადრებს ტროპიკული ქვეყნებიდანაც გვიზიარებს და გამომწერებს ამ მიმართულებით სასარგებლო რჩევებსაც აძლევს.

liza

წყარო: მარაო

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ნახეთ რა საჩუქრებით ანებივრებს 62 წლის გრეგორი ლეპსი 18 წლის საცოლეს – “ყოველთვიურად უამრავ ძვირადღირებულ ნივთებს ჩუქნის, რომლის ფასიც გაგაოცებთ”

Next Post

„მთელი საქართველო დაგცინის. ჯობია ის გაიხსენო, ფადი როგორ გაამწარე“ – ციცინო შურღაია ია ფარულავას კიდევ ერთხელ მიმართავს

Next Post
„მთელი საქართველო დაგცინის. ჯობია ის გაიხსენო, ფადი როგორ გაამწარე“ – ციცინო შურღაია ია ფარულავას კიდევ ერთხელ მიმართავს

„მთელი საქართველო დაგცინის. ჯობია ის გაიხსენო, ფადი როგორ გაამწარე“ – ციცინო შურღაია ია ფარულავას კიდევ ერთხელ მიმართავს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.