• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 25, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უიშვიათესი ფაქტი: ვინ არის 26 წლის ქართველი გოგო, რომელმაც ბარიატრიული ოპერაცია 3-ჯერ გაიკეთა

by inew
16 November 2025
in საზოგადოება
0
უიშვიათესი ფაქტი: ვინ არის 26 წლის ქართველი გოგო, რომელმაც ბარიატრიული ოპერაცია 3-ჯერ გაიკეთა
0
SHARES
289
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ახალგაზრდა ქალი, ქრისტინე მექერიშვილი, ალბათ, იმ იშვიათ ადამიანებს მიეკუთვნება, ვინც ბარიატრიული ოპერაცია 3-ჯერ გაიკეთა. ქრისტინე 26 წლისაა, მას ჭარბი წონა ბავშვობიდან აწუხებდა. პირველი ოპერაცია საქართველოში გაიკეთა, თუმცა ამბობს, რომ ამან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა შეუქმნა, წონა კი ისევ მოიმატა. მეორე ოპერაცია ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა – საწყის წონას თითქმის ორ წელში დაუბრუნდა. როგორ გრძნობს თავს და როგორია მისი ცხოვრება მესამე ოპერაციის შემდეგ, ამის შესახებ დეტალურად პალიტრავიდეოსთან ისაუბრა.

პირველი ოპერაცია

მე ვარ ქრისტინე მექერიშვილი 26 წლის. ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე სამჯერ. პირველი ოპერაცია გავიკეთე 17 წლის ასაკში ქობულეთში. იყო ერთ-ერთი ექიმი, რომელიც მირჩიეს და რადგან ბავშვობიდან ჭარბწონიანი ვიყავი, გადავწყვიტე, გამეკეთებინა. მაშინ 120 კილოგრამს ვიწონიდი. დავიკელი 10 კილოგრამი იმის ხარჯზე, რომ ოპერაციიდან ერთ თვეში მქონდა გულის წასვლის მომენტები, მტკიოდა კუჭი, გამეხსნა ჭრილობები და ა.შ.

შემდეგ წავედი იტალიაში. იქ ხშირად ვხდებოდი ცუდად და ერთ დილას რომ გავიღვიძე, სამჯერ წამივიდა გული. აღმოჩნდა, რომ ოპერაციის დროს, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობის სისხლი დავკარგე და ამისთვის მკურნალობა ექიმს არ დაუნიშნავს. როცა იტალიაში ექიმთან მიმიყვანეს, მითხრა, რომ მქონდა ბოლო სტადიის ანემია და შეიძლებოდა, ლეიკემია დამმართოდა.

მეორე ოპერაცია

მეორე ოპერაცია რომ გავიკეთე, ვიყავი 154 კილოგრამი და დავიკელი 50 კილოგრამი. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ორ წელში ისევ მოვიმატე და ავედი 135 კილოგრამამდე. გადაწყდა, რომ ისევ გამეკეთებინა ბარიატრიული ოპერაცია. ისე მალე მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი, ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავი. ოპერაციამდე რამდენიმე ანალიზი გავიკეთე და სხვადასხვა ექიმს ვესაუბრე, მათ შორის, ფსიქოლოგს. მას რაღაცები მოვატყუე, სიმართლე დავუმალე, რადგან ძალიან მინდოდა ამ ოპერაციის გაკეთება. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და 50 კილოგრამი მოვიკელი.

მესამე ოპერაცია

მეორე ოპერაციიდან ორ წელიწადში თითქმის იგივე წონა დავიბრუნე. უკვე კატასტროფულად ვიყავი, სამსახური მქონდა, მაგრამ ვეღარ ვმუშაობდი, ღამე სულ ვტიროდი… ამან გადამაწყვეტინა, რომ ეს უნდა დასრულდეს. მოვიძიე საუკეთესო კლინიკა და დავგეგმე მესამე ოპერაცია. მაშინ ვიწონიდი 126 კილოგრამს. ოპერაციის შემდეგ, ამ ერთი წლის მანძილზე, 60 კილოგრამი დავიკელი.

ახლა ვარ გადასარევად, ვიკვებები სწორად, ჯანსაღად, არის მომენტები, როცა ვარღვევ სწორ კვებას, მაგრამ ვცდილობ, რომ ყველა საჭირო ნივთიერება მივიღო”, – ამბობს ქრისტინე მექერიშვილი პალიტრავიდეოსთან საუბრისას.

bariatria

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

(VIDEO) რა ხდება ამ წუთებში ადგილზე, სადაც ქალს მანქანა დაეჯახა და ადგილზე იმსხვერპლა

Next Post

რა არის საგვარეულო წყევლა და როგორ მოქმედებს ის შთამომავლობაზე

Next Post
რა არის საგვარეულო წყევლა და როგორ მოქმედებს ის შთამომავლობაზე

რა არის საგვარეულო წყევლა და როგორ მოქმედებს ის შთამომავლობაზე

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.