ცოტა ხნის წინ ინტენეტსიცრცეში გავრცელდა საკმაოდ უცნაური და ემოციური ისტორია. 6 წლის ბიჭმა, ტედიმ, არიზონას შტატის ქალაქ ტუსონიდან, თავის დაბადების დღეზე კლასელები დაპატიჟა, თუმცა, წვეულებაზე არავინ მივიდა.
როგორც ტედის დედა ყვება, ტედის დაბადების დღე 3 ოქტომბერს იყო, თუმცა, იმის გამო, რომ მამამისი ალიასკაზე მუშაობდა, წვეულება 21 ოქტომბერს გადაიტანეს.
ტედიმ თანაკლასელებისთვის დაამზადა 32 სასაჩუქრე ბარათი, რომლებშიც მოსაწვევები იდო.
ტედის ფოტო, სადაც ის ადგილობრივ პიცერიაში ცარიელ მაგიდასთან ზის, ინტერნეტში ტედის დედამ გაავრცელა და ის მალე ვირუსული გახდა. მოგვიანებით დედამისმა აღნიშნა, რომ ის აღნიშნული ფოტოს გავრცელებას ძალიან ნანობს და მისი ეს საქციელი სწორი არ იყო.
ტედის ადგილობრივი საკალათბურთო გუნდი „ფინიკს სანსი“ და საფეხბურთო კლუბი „ფინიკს რაიზინგი“
გამოეხმაურა და ბიჭი ოჯახთან ერთად თავიანთ მატჩებზე დაპატიჟეს. კლუბების თქმით, ტედი თავის დაბადების დღეს ათასობით გულშემატკივართან ერთად აღნიშნავს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..