• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 24, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ავტოავარიის დროს დაღუპული გოგონას მიერ დედისთვის ნათქვამი უკანასკნელი სიტყვები მილიონობით ადამიანისთვის შთამაგონებლად იქცა…

by inew
18 November 2025
in საზოგადოება
0
ავტოავარიის დროს დაღუპული გოგონას მიერ დედისთვის ნათქვამი უკანასკნელი სიტყვები მილიონობით ადამიანისთვის შთამაგონებლად იქცა…
0
SHARES
3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“წვეულებაზე მივედი და გამახსენდა, რომ დამარიგე, ალკოჰოლი არ მიმეღო! მთელი საღამო სპრაიტს ვსვამდი. შენ მითხარი, რომ ამაყობდი ჩემით და მეც ამაყი ვიყავი საკუთარი თავით. მეუბნებოდი, რომ არ შეიძლებოდა ნასვამი საჭესთან ჯდომა.

თუმცა ჩემი მეობრები ყოველთვის საწინააღმდეგოს აკეთებდნენ. შენ, როგორც ყოველთვის, მართალი იყავი. მშვიდად წავედი მანქანისკენ -დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მოხდებოდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.

“ბიჭი, რომელიც ავარიის მიზეზი გახდა, ძალიან მთვრალი იყო” – ეს სიტყვები პოლიციის ოფიცრისგან გავიგონე. მაგრამ უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობ, ჩემს ირგვლივ სისხლის გუბე დგას… ჩემი სისხლის! ვცდილობ, არ ვიტირო!

“გოგო კვდება” – ყვირიან ექიმები. ერთმა ბიჭმა გადაწყვიტა დამთვრალიყო და მანქანა მთელი სიჩქარით გაექროლებინა, შედეგად კი მე უნდა მოვკვდე!

დედიკო, რატომ აკეთებენ ადამიანები ამას, როცა იციან, რომ სხვებს ცხოვრებას უნგრევენ. მგონია, რომ ასობით დანა მსერავს. უნდა მოვკვდე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, ნასვამი დამჯდარიყო საჭესთან?

დედიკო, გთხოვ, ნუ იდარდებ. ჩემს დასაც უთხარი, არ იტიროს, მამიკო კი ძლიერი იყოს. მე ზეცაში მივფრინავ. იქიდან ვიზრუნებ თქვენზე. იქნებ იმ ბიჭს არავინ ასწავლა, რომ საჭესთან მთვრალი არ უნდა დამჯდარიყო. რომ ესწავლებინათ, იქნებ ახლა ცოცხალი ვყოფილიყავი…

დედიკო, ვგრძნობ, რომ სუნთქვა მისუსტდება. სასოწარკვეთილი ვარ. ეს ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი წამებია, მე კი სიკვდილისთვის საერთოდ არ ვარ მზად…

დედიკო, მინდა, რომ ჩემთან იყო. მინდა, შენი ხელი მეჭიროს, სანამ მოვკვდები!

მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ. მშვიდობით, დედიკო!”.

ტექსტი, რომელიც ქართულად პროზის სახით არის ნათარგმნი, ორგინალში (ინგლისურ ენაზე) ლექსად დაიწერა (Somebody Should Have Taught Him) 2000 წელს, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში ტარების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიისთვის.

იგი საოცარდ პოპულარული გახდა და მრავალ ენაზე ითარგმნა. მართალია, თავად ტექსტი ფიქციაა, მაგრამ ამ გოგონას მსგავსად ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომის გამო მომხდარი ავტოკატასტროფების შედეგად.

ამიტომ, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს!

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეს ფოტო გამოაქვეყნა, რამდენიმე დღეში კი პოლიციამ დააკავა… – ნახეთ რა შენიშნა პოლიციამ ფოტოზე

Next Post

შემზარავი ტრაგედია სტამბოლში: დედა და ორი შვილი გარდაცვლილი იპოვეს – სასტუმრო ევაკუირებულია

Next Post
შემზარავი ტრაგედია სტამბოლში: დედა და ორი შვილი გარდაცვლილი იპოვეს – სასტუმრო ევაკუირებულია

შემზარავი ტრაგედია სტამბოლში: დედა და ორი შვილი გარდაცვლილი იპოვეს - სასტუმრო ევაკუირებულია

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.