სანდრინი უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა პარიზში და ერთ დღეს ესტუმრა ძალიან მდიდარ, მაგრამ უცნაურ მოხუცს.მამაკაცი მილიონერი იყო მაგრამ გამოქვაბულში ცხოვრობდა განმარტოვებით ელექტროენერგიის და წყლის გარეშე.
ასე დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია. მაშინ ამ ამბის შესახებ თითქმის ყველა ფრანგი ჟურნალისტი წერდა.”ქალი, რომელიც განდეგილ მილიონერს, უამრავი მიწების მფლობელს მამაკაცს მიჰყვება ცოლად.”
ცოტა ხანში 68 წლის მილიონერი მარსელ არფუ და 42 წლის სანდრინი დევილკარი დაქორწინდნენ.
ცოტა ვინმეს თუ ეჯერა, რომ ქალის გრძნობები გულწრფელი იყო, ცოტა ხანში მათი ეჭვი გამართლდა.
2012 წელს მარსელი ავტოკატასტროფაში დიღუპა, იმ დროს საჭესთან სანდრინის მეგობარი იჯდა.
თვითონ ქალი ქმრის გარდაცვალების შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ მთლიან ქონებას თუ მაინც არა ნაწილს მაინც დაუტოვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა..
როგორც აღმოჩნდა, თვითონ მარსელსაც არ ეჯერა ცოლის გულწრფელობის, ანდერძის მიხედვით მილიონერმა ქონების ნაწილი ბიძაშვილს დაუტოვა, ხოლო დარჩენილი ქონება იმ გლეხებს გადაუნაწილა, რომლებიც მის გარშემო გამოქვაბულის მახლობლად პიუ-სენ პიერში ცხოვრობდნენ.
მეზობლების განცხადებით სანდრინი საერთოდ არ ზრუნავდა ქმარზე, თავიდანვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ქალს მხოლოდ გამორჩენის სურვილი ამოძრავებდა.
სანდრინმა რამდენჯერმე გაასაჩივრა ანდერძის ნამდვილობა, მაგრამ უშედეგოდ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია