2026-2029 წლებში, ამოქმედდება ორი ახალი პროგრამა. ესენია: „ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების“ პროგრამა და „ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების“ პროგრამა, რომლის საშუალებითაც, კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად, კვლევები 100%-ით დაფინანსდება; გაფართოვდება ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე ექვსი მნიშვნელოვანი პროგრამა; გაგრძელდება რაიონულ გამგეობებში არსებული სოციალური და ჯანდაცვის ყველა პროგრამა“, – განაცხადა თბილისის მერმა.


