• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday, March 26, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,ჩემი არაკაცი ქმარი მამის ანდერძს მიმალავდა… თუმცა ვერანაირი ქონება ვერ აანაზღაურებს იმას, რაც მე გადავიტანე…”

by inew
26 November 2025
in საზოგადოება
0
,,ჩემი არაკაცი ქმარი მამის ანდერძს მიმალავდა… თუმცა ვერანაირი ქონება ვერ აანაზღაურებს იმას, რაც მე გადავიტანე…”
0
SHARES
310
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

 

“გიჟივით მომვარდა, მუშტი ჩამარტყა, მერე კი მკლავზე მიმაწვა სიგარეტი”

როდესაც უცნობი ქალი მირეკავს და ხმააკანკალებული მესალმება, ვხვდები, რომ ძალადობის შესახებ უნდა მიამბოს…

ვცდილობ, დავარწმუნო, ფსიქოლოგებს, უფლებადამცველებს და სამართალდამცველებს უამბოს, რაც გადახდა. ზოგჯერ მიჭირს მსხვერპლის დარწმუნება და დაჟინებით მთხოვენ, ყველას გავაგებინო მათი სატკივარი, თან არ გავამხილო, ვინ არიან.

მაია: – ძალიან ახალგაზრდები დავქორწინდით. თავიდან მშობლები გვეხმარებოდნენ და სადარდებელი არ გვქონდა. მერე ავტოავარიაში ერთდროულად დაიღუპნენ ჩვენი დედები და მამაჩემი. გიგას მამა საწოლს მიეჯაჭვა.

უცებ აღმოვჩნდით მკაცრი რეალობის წინაშე. გიგას ოჯახი უნდა ერჩინა, მამის საქმეები განეგრძო. 23 წლის გულარხეინი ბიჭი დაიბნა, ნერვიულობდა.

მამა არიგებდა, ამხნევებდა, მეც გვერდით ვედექი, მაგრამ რადიკალურად შეიცვალა. სიგარეტის მოწევა დაიწყო. ბავშვთან, საძინებელშიც კი ეწეოდა. ხშირად უმიზეზოდ მიყვიროდა.

ერთ ღამეს სიგარეტის ბოლში დაძინება რომ გამიჭირდა, ბავშვთან ერთად მეორე ოთახში გავედი. დილით თავზე დამაცხრა, – აღარ გინდივარ, მღალატობო? რას ბოდავ-მეთქი. შესაძლოა, ჯერ არ მღალატობ, მაგრამ ქალი რომ ქმარს საძინებლიდან გაექცევა, უღალატებს კიდეცო. ისედაც გარეთ არ გავდიოდი, ბავშვს და მამამთილს ვუვლიდი და სულ ამიკრძალა გარეთ გახედვა.

  • – მამამთილი არ გიცავდათ?

– ლოგინად ჩავარდნილი კაცი ჩემი ფარი იყო. მამასავით მზრუნველი. რომ გარდაიცვალა, გიგა საერთოდ აუტანელი გახდა. ვერიდებოდი, რომ ჩემს ძმას არ გაეგო, რაც მჭირდა, თორემ არ აპატიებდა. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ არასწორად ვიქცეოდი.

ერთ დღეს რაღაცაზე ამიხირდა, გიჟივით მომვარდა, ჯერ მუშტი ჩამარტყა, მერე კი მკლავზე მიმაწვა სიგარეტი. გამწარებულმა ხელი მოვუქნიე. გაცოფებულმა ძირს დამაგდო და წიხლებით შემდგა.

  • – არ უჩივლეთ?

– ჩემმა ძმამ და ბიძაშვილებმა ისე გაუერთიანეს ძვალ-რბილი, რომ ერთხანს ეჭვობდნენ, ფეხზე ვეღარ დადგებაო. ამის მერე მაინც გაბედა მოსვლა, – მაპატიე და ყველაფერს გამოვასწორებო. ჩემმა ძმამ ეს რომ გაიგო, – თუ მაგისკენ კიდევ გაიხედავ, აღარ მომეკაროო. ჩემს ცხონებულ მამამთილს უზრუნია ჩემზე და ბავშვზე.

თითქმის ყველაფერი ჩვენს სახელზე გადაუფორმებია. ეს არაკაცი კი მამის ანდერძსაც მიმალავდა, მეტიც, როგორც ჩანს, ჩემი მოკვლა უნდოდა.

ვერანაირი ქონება ვერ ამინაზღაურებს იმ ტკივილს, რაც ჩემმა გარეწარმა ქმარმა მომაყენა, ამიტომაც ყველა ქალს ვურჩევ, ნუ აფიქრებინებთ მოძალადე ქმრებს, რომ დაუცველები ხართ, ნუ შეგეშინდებათ. ყველა განსაცდელი დროებითია, მოძალადე ქმართან შეგუების გარდა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

წყარო: კვირისპალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

თბილ ამინდებს, ზამთრის სუსხიანი დღეები ჩაანაცვლებს – როგორი ამინდი იქნება საქართთველოში?

Next Post

„მანქანით ხევში გადავარდით, ჩემი ქმარი ადგილზე დამეღუპა, ქმრის სიკვდილში ყველა მე მადანაშაულებდა, დედამთილმა კი წარმოუდგენილი რამ გააკეთა..”

Next Post
„მანქანით ხევში გადავარდით, ჩემი ქმარი ადგილზე დამეღუპა, ქმრის სიკვდილში ყველა მე მადანაშაულებდა, დედამთილმა კი წარმოუდგენილი რამ გააკეთა..”

„მანქანით ხევში გადავარდით, ჩემი ქმარი ადგილზე დამეღუპა, ქმრის სიკვდილში ყველა მე მადანაშაულებდა, დედამთილმა კი წარმოუდგენილი რამ გააკეთა..”

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.