ბათუმში მომხდარ ავარიას 38 წლის გიგა ძნელაძე ემსხვერპლა – შემთხვევა გვიან ღამით, ფერიის დასახლებაში მოხდა.
ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: ინფორმაციას და ფოტოს ,,მთავარი” ავრცელებს.


