,,მომავალი წლის პირველ ნახევარში ბრძოლას არ ვაპირებ.
პირად ცხოვრებაში რთულ პერიოდს გავდივარ.
მინდა, ყურადღება ჩემს შვილებზე გავამახვილო და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო.
არ მინდა დივიზიონის შეფერხება.
UFC საჭირო შეჯიბრებებს ჩაატარებს და როგორც კი საკითხები მოგვარდება, UFC-ს შევატყობინებ, რომ დაბრუნებისთვის მზად ვარ”, – წერს UFC-ის ორგზის ჩემპიონი ილია თოფურია X-ზე.
როგორც ცნობილია, ილია თოფურიას მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუიმ განქორწინება მოითხოვა.


