• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, March 28, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მანქანასთან მიაყენა და იქამდე სცემა, სანამ ბავშვს არ აღებინა… ეს პირველი შემთხვევა არ არის“ – რა შოკისმომგვრელ შემთხვევაზე საუბრობენ ახალქალაქში?

by inew
28 November 2025
in საზოგადოება
0
„მანქანასთან მიაყენა და იქამდე სცემა, სანამ ბავშვს არ აღებინა… ეს პირველი შემთხვევა არ არის“ – რა შოკისმომგვრელ შემთხვევაზე საუბრობენ ახალქალაქში?
0
SHARES
919
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სოფლის გამგებელს 15 წლის მოზარდი ძალადობაში ადანაშაულებს.  სკოლის მოსწავლე ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელემ, ოგანნეს გაბრიელიანმა, რომელიც ახალქალაქის ერთ-ერთი სოფლის წარმომადგენელია, ის სცემა  და ჯგუფურ ანგარიშსწორებაში  სხვა ხუთ პირთან  ერთად იღებდა მონაწილეობას.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი თანასოფლელ მოზარდებს შორის დაიწყო, რის შემდეგაც არასრულწლოვანის ცემაში  დაჯგუფება ჩაერთო.

დაშავებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ოგანნეს გაბრიელიანი სკოლის მოსწავლეს აედევნა და ფიზიკურად იძალადა.

ოჯახის მტკიცებით, მოზარდს მრავლობითი დაზიანებების კვალი ეტყობა. ის საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.

მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ საჯარო მოხელის ახლობლები ანგარიშსწორების შემდეგ პოლიციაში თავად გამოცხადდნენ, თუმცა ხელი დაშავებულს დაადეს.

“5 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, სამი მათგანი 50 წელს გადაცილებული იყო. მოვიდნენ თავიანთი ფორდის მანქანით, ვინც შეხვდათ გზად ყველას სცემდნენ. ეს ფაქტი ბავშვმა, რომ დაინახა როგორ ურტყამდნენ ხალხს, გაიქცა… გზაში დაიჭირა სოფლის გამგებელმა, მანქანასთან მიაყენა და სცემა მანამ, სანამ ბავშვს არ აღებინა… იხრჩობოდა ბავშვი. მოტეხილობები არ ჰქონია, მაგრამ დალურჯებები ჰქონდა, ნეკნები და თავი სტკიოდა. ექვსივე ოჯახის წევრია და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისინი ხალხს ესხმიან თავს და სცემენ. ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა” – ამბობს მოზარდის ოჯახის წევრი TV პირველთან.

განმარტებები გააკეთა სოფლის გამგებელმაც –  ოგანნეს გაბრიელიანი ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს. ამტკიცებს, რომ ინციდენტში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

ირკვევა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო – პოლიციელები იმყოფებოდნენ საჯარო მოხელის სახლშიც.

“არ ვიცი რაზე მესაუბრებით, მე არანაირ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიმიღია, რაზეც მესაუბრებით ჭორია. გიდასტურებთ, რომ პოლიცია ნამდვილად იყო ჩემთან და გამომკითხეს, თუმცა არ ვიცი რა შუაში ვარ ამ დაპირისპირებასთან” – თქვა სოფლის გამგებელმა.

წყარო: TV პირველი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ცნობილია, როდიდან გაუარესდება საქართველოში ამინდი – სინოპტიკოსების პროგნოზი

Next Post

ილია თოფურია ცნობილ მსახიობთან ერთად დააფიქსირეს – რა კადრებს ავრცელებს უცხოური მედია?

Next Post
ილია თოფურია ცნობილ მსახიობთან ერთად დააფიქსირეს – რა კადრებს ავრცელებს უცხოური მედია?

ილია თოფურია ცნობილ მსახიობთან ერთად დააფიქსირეს - რა კადრებს ავრცელებს უცხოური მედია?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.