დიზაინერ ანუკი არეშიძის მიერ გამართულ წვეულებას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო.
ანუკიმ წვეულება საკუთარი ბრენდის ქვეშ შექმნილ ახალ პროდუქტს მიუძღვნა – როგორც ცნობილია, გარდა დიზაინერული საქმიანობისა, მას დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდიც აქვს.
„მადლობა ყველას სიყვარულისთვის“, – დაწერა მან წვეულების დასრულების შემდეგ.



