ვისაც იუმორი არ აქვს, მან ეს არ უნდა ნახოს!!!
ალ ფერგიუსონის ახალშობილ შვილს ტედის ძალიან გაუმართლა. თავისი მშობლების წყალობით, დროს ისე ატარებს, როგორც უნდა და როგორც შეუძლია.
ოთხი დღის შიშველ პატარას მამის ხელებზე დაეძინა ოჯახური ფოტოსესიის დროს. მოულოდნელად ბუნებამ თავისი მოითხოვა და არა მხოლოდ მამიკო გასვარა, არამედ სახლში დაგებული ძვირად ღირებული ხალიჩაც.
– როგორ კი კარგი კადრი გადავიღეთ, მომეჩვენა, რომ ბავშვის მუცელი დაიჭიმა. უცებ კი ნამდვილი აფეთქების ხმა იყო, – ღიმილით იხსენებს ფერგიუსონი, – ისე გავშეშდი, არ ვიცოდი რა მექნა. როცა
პირველმა შოკმა გამიარა, ისე ავხარხარდი, დიდხანს ვერ ვჩერდებოდი.
ეს ამბავი მოწმობს, რომ კლასიკური ფოტოები, რომლებზეც ბავშვები შიშვლები ჰყავთ გადაღებული, ყოველთვის დიდი სირთულით კეთდება და რისკის მაღალი დონით. თუმცა ხელოვნება ხომ მსხვერპლს მოითხოვს.
ფერგიუსონმა გადაწყვიტა, ორივე ფოტო დაბეჭდოს და სახლში დაკიდოს. “ყოველდღე ხომ არ ხედავ ასეთ კადრს!”
ფერგიუსონი და მისი ცოლი ჯენი დიდ ბრიტანეთში კენტის საგრაფოში ცხოვრობენ. ოჯახის უფროსი პროფესიონალი მხატვარია. სწორედ მან გამოაქვეყნა შვილის ფოტოები და მნახველების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..