ბავშვი რომ შეგვეძინა, ცოლს ვუთხარი: “ის კაცი არ გეგონო, ბავშვის ტირილი რომ აწუხებთ და მეორე ოთახში წვებიან დასაძინებლად-მეთქი. ერთად დავიძინებთ და ღამით ბავშვსაც ერთად მივხედავთ-თქო. რაც მართალია, მართალია – პირობა შევასრულე. პატიოსნად დავდიოდი სამსახურში დაწითლებული თვალებით.
ყოველ ღამით მაღვიძებდა ბავშვის ტირილი, თუმცა რატომღაც ატირებული ბავშვის დასაწყნარებლად მხოლოდ ჩემი ცოლი დგებოდა, მე ადგომის ძალა მართლა აღარ მქონდა. ღამით ტირილის გაგონებისას ბევრჯერ მიფიქრია, ახლა კი დროა მე მივხედო-მეთქი, იმდენ ხანს ვამზადებდი თავს ასადგომად, რომ ისევ ცოლი მასწრებდა წამოხტომას. დანარჩენი წვრილმანები, მართალი გითხრათ, აღარ მახსოვს.
საბოლოოდ, როგორც თავად ვატყობდი, ჩემი დახმარება მხოლოდ მორალური მხარდაჭერით გამოიხატებოდა… და კიდევ რჩევებით: “რატომ ასმევ ამდენ სითხეს ძილის წინ? წყურია? არ ჯობია, ნაკლები დაალევინო და უფრო ცოტა ჩაიფსას?”
საღამოობით სამსახურიდან მოსულს ფეხზე დგომის თავი აღარ მქონდა (ფულის გამო უკვე კარგა ხანია 3 კაცის საქმეს ვაკეთებდი).
– დავიღალე, – უნამუსოდ შევჩივი ცოლს.
– მეც.
– მთელი დღეა ვმუშაობ, არ დამისვენია.
– მეც მაგ დღეში ვარ.
– თანაც ღამითაც არ მძინავს.
– არც მე.
– მერე დაჯექი და დაისვენე.
– არ მცალია, სანამ ბავშვს სძინავს, ყველაფერი უნდა მოვასწრო.
– შე საბრალოვ… შენ რატომ არ წუწუნებ არასდროს, შენც ხომ იღლები?
– და რა აზრი აქვს, ბავშვი მაინც ვერ გაიგებს…
აი, რა არის ქალური ლოგიკა…და კიდევ პანიკას რაც შეეხება, აქაც მაოცებს.
ამბობენ, ქალები ტკვილს უკეთ იტანენო… გგონიათ მხოლოდ საკუთარ ტკივილს? თურმე სხვისასაც.
ჩვენს შვილს ახველებს.
– საყვარელო, გესმის, როგორ ახველებს? – რომ არ ვთქვა, არ შემიძლია.
– მესმის.
– და რას შვრები მერე?
– უკვე დავალევინე.
– და მორჩა? სულ ეგ არის?
– მეტი რა გავაკეთო?
– არ ვიცი… იქნებ სიცხე გაუზომო?
– სიცხე არა აქვს, გაზომვის გარეშეც ვხვდები.
სინამდვილეში მრცხვენია იმის თქმის, რაც მინდა. მინდა, რომ ისიც ჩემსავით ნერვიულობდეს. მისი სიმშვიდე მაოცებს და მაგიჟებს. მეტიც, კაცურ თავმოყვარეობას მილახავს – ბოლობოლო რომელია ჩვენ შორის უფრო ძლიერი?
მხოლოდ შემდეგ, ინტერნეტში წავიკითხე, რომ შფოთვა და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთთან შეუთავსებელია. გავიგე, რომ ქალს უკეთ ესმის შვილის ორგანიზმის და ტყუილუბრალოდ პანიკაში არ ჩავარდება. სულ ცოტა ხნის წინ ხომ ერთი სხეული იყვნენ. როგორც ჩანს, ეს ერთიანობა მერეც გრძელდება…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია