ფოტომოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დავით კოდუასთან დაშორების შემდეგ, ბიზნესმენის დედამ სახლიდან შვილებთან ერთად გამოყარა.
,,პრაიმტაიმი“ დავით კოდუას დედას, ლაურა ღაჭავას დაუკავშირდა.
„ტყუილია, მე ბინიდან არავინ გამიგდია. ეგ ჩემი ოჯახის რძალი არ ყოფილა… ალბათ, დათოს მიყვანილი ჰყავდა. ის ბინა ჩემია და თურმე, მე მაბრალებს…“ – ამბობს ლაურა ღაჭავა.
ცნობისთვის, პაიჭაძემ „ინსტაგრამ“ გამომწერებს ჰკითხა, ამ წამს რა სურდათ. შებრუნებულ კითხვაზე კი დაწერა, რომ დავით კოდუასთან დაშორების შემდეგ ბინის გარეშე დარჩა.
„ჩემი სახლი, სადაც ორივე ბავშვით ვიცხოვრებ. ქალს სტაბილურ გარემოზე მეტად არაფერი სჭირდება და ამშვიდებს. სამწუხაროდ, დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემს შვილს, წადიო. წამოვედით უპასუხოდ და ბედნიერად,“ – დაწერა პაიჭაძემ.


