ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფეისბუქ ჯგუფში საკმაოდ სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უამრავი კომენტარი და შეფასება ჰქონდა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
მამაკაცმა იყიდა სიცრუის დეტექტორი რობოტის სახით, რომელიც სილას გაარტყამს ყველა მატყუარას და გადაწყვიტა გამოეცადა ვახშმობისას.
მამა:
–შვილი, გაკვეთილების დროს სად იყავი? ოღონდ იცოდე სიმართლე უნდა მითხრა.
შვილი პასუხობს:
– მამა სკოლაში ვიყავი. სხვაგან სად უნდა ვყოფილიყავი..
რობოტმა ალიყური უთავაზა ბავშვს.
– კარგი სიმართლეს გეტყვი! მეგობართან ვიყავი და ფილმს ვუყურებდით.
მამა ისევ ეკითხება:
– რა ფილმს უყურებდით?
– კუნგ-ფუ პანდა.
რობოტმა ისევ გაარტყა სილა.
– კარგი, ისევ სიმართლეს გეტყვი! ეს ეროტიული ფილმი იყო.
მამა:
– რა?! მე რომ შენხელა ვიყავი, არც კი ვიცოდი რა იყო ეროტიული ფილმი!
რობოტმა ალიყურით უპასუხა მამას.
დედა:
– ხახახა! ბოლოსდაბოლოს, ის ხომ შენი შვილია!
რობოტმა ალიყური აარტყა დედას…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..