აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.11 თეთრით გამყარდა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1461 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1522 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.61 თეთრით გამყარდა.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0635 ლარს შეადგენს.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.39 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6017 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 6 დეკემბერს შევა ძალაში.


