• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Saturday, December 27, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობაა… ძალიან შევეწყვეთ ერთმანეთს…” – “მისტერ ვალენტინი” ამერიკაში ქართველ ემიგრანტზე დაქორწინდა

by inew
6 December 2025
in საზოგადოება
0
,,ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობაა… ძალიან შევეწყვეთ ერთმანეთს…” – “მისტერ ვალენტინი” ამერიკაში ქართველ ემიგრანტზე დაქორწინდა
0
SHARES
473
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“მისტერ ვალენტინი” ზურა კობიაშვილი, რამდენიმე დღის წინ სოფია კანდელაკზე ოფიციალურად დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი მანჰეტენზე ქართულ რესტორანში გადაიხადა. სოფია კანდელაკს და ზურა კობიაშვილის სიყვარულის ამბავი ხუთი წელი გრძელდებოდა, წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, სოფია ზურაზე გაცილებით უფროსია, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ გაატარეს. თავიანთი სიყვარულის ამბავზე და ქორწილზე “პრაიმ ტაიმს” სოფია ამერიკიდან ესაუბრა.

– მე 25 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და 5 წლის წინ საქართველოში კბილების გასაკეთებლად ჩამოვედი. 35 კლინიკიდან საუკეთესო ავარჩიე და ზუსტად იმ კლინიკაში მივედი, სადაც ზურაც იკეთებდა კბილებს. რამდენჯერმე კლინიკაში შევხვდი, შემდეგ კი ოპერაში წავედი მეგობრებთან ერთად და მესამედ იქ შევხვდი. სწორედ მაშინ გავიგე რომ ოპერის მომღერალი იყო. ნომრები და სოციალური ქსელები გავცვალეთ. ამ ბიჭში ძალიან დიდი ხალისი და ბედნიერება დავინახე, შინაგანად ჩემი სული ვიცანი მასში და მეგობრულად ვუყურებდი. ვფიქრობდი რა კარგი, ხალისიანი და კულტურული ბიჭიამეთქი. რაღაც პერიოდის შემდეგ ბათუმში გადავედი საცხოვრებლად და მეორე დღეს, როცა ბულვარში სასეირნოდ გავედი, იქ შემხვდა ზურა. ათი დღით იყო ჩამოსული ბათუმში და ერთი საათიც არ გაუტარებია მეგობრებთან. ნოემბერში გამომიტყდა სიყვარულში. მანამდე უბრალოდ ფლირტი გვქონდა. ჩვენს შორის ასაკშიც დიდი განსხვავებაა და ესეც მაფიქრებდა, მაგრამ ამ ხუთი წლის მანძილზე მივხვდი, რომ წყვილს შორის ასაკობრივ სხვაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

–  ასაკობრივი სხვაობის გამო, სოციალურ ქსელში თქვენ და ზურა არაერთხელ გახდით ბულინგის მსხვერპლი…

– ბევრი იგესლებოდა, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების კარმა და ექსპერიმენტია, მე მივეცი ამ გამოცდილების უფლება თავს. ქართველ კაცებზე ძალიან მქონდა გული გაციებული, როცა საქართველოში დავბრუნდი, არავის არ ვიკარებდი, მხოლოდ ზურა მივიკარე. ხასიათით ძალიან შევეწყვეთ ერთმანეთს და ერთად ბედნიერები ვართ.

– რატომ გქონდათ გული აცრუებული ქართველ კაცებზე?

– ჩემი გამოცდილების და იმის გამო რასაც ვხედავ. მძიმე ხასიათი აქვთ ქართველ კაცებს, ქალებს ბოჭავენ თავისუფლებაში. ძალიან ემოციურები არიან და თავიანთ ჭაობში უნდათ რომ ჩაგითრიონ. მე ვინც მომცემს თავისუფლებას და მამყოფებს ისეთს, როგორიც ვარ.  ასეთია სწორედ ზურა.

– რამდენი წელია ასაკობრივი სხვაობა თქვენს შორის?

– ათ წელზე მეტია ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა.

– რამდენ ხანში წახვედით საქართველოდან საცხოვრებლად ამერიკაში?

– ჯერ ბიზნესი დავიწყეთ საქართველოში მაგრამ არ გაამართლა, ცალკე გადავედით საცხოვრებლად. ამასობაში გავიცანით ტაჯიკეთიდან ბიზნესმენები და მათ მიიწვიეს ზურა სამუშაოდ ეგვიპტეში. ზურა იყო მთავარი მომღერალი სასტუმროში. ერთი წელი ვიცხოვრეთ ეგვიპტეში. შემდეგ ზურა იტალიაში გადავიდა და მე ამერიკაში წამოვედი. ერთად გვინდოდა შტატებში წამოსვლა, მაგრამ როცა ზურა საელჩოში შევიდა უთხრეს, თქვენ ამერიკელი გელფრენდი გყავთ ამიტომ ვიზას ვერ მოგცემთო. ამიტომ მე წამოვედი ამერიკაში, საბუთები გავაკეთე ზურასთვის, რასაც წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა. ზურა კი იტალიაში ძალიან მაგარ მასწავლებელთან მეცადინეობდა და გავუგზავნე საქმროს ვიზა. საქმროს ვიზა 90-დღიანია, ამ ვადაში თუ არ იქორწინე, არალეგალი ხდები და შეიძლება დაგადეპორტონ. ამიტომ ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიეთ და ქორწილი გადავიხადეთ. მოკრძალებული ქორწილი გვქონდა მანჰეტენზე, მაგრამ აფეთქდა ყველაფერი. ნამდვილად არ ველოდით ასეთ გამოხმაურებას. ჯერ ნიშნობა გვქონდა, შემდეგ ქორწილი. ჩემს სახლთან ძვირფასი რესტორანი გახსნეს ერთი კვირის წინ და ვიფიქრე რატომაც არა აქ გადავიხდით ქორწილს-თქო. ზუსტად ხუთ დღეში დავგეგმეთ ეს ქორწილი, კაბა მე თვითონ შევიკერე.

– რა გეგმები გაქვთ თქვენ და ზურას?

– გეგმები ბევრია. ზურა ოპერის მომღერალია და უმიზნებს მეტროპოლიტენ ოპერას, ბორდვეის და დიდი გეგმები აქვს. ველოდებით, სოლუშენ სექიურითი მიიღოს და ნახევრად ლეგალური გახდეს, გვაქვს კონტაქტები და შემოთავაზებებიც. ამიტომ ვნახოთ რა იქნება. მე ყველაფერში ვეხმარები რაც შემიძლია.

– შვილები გყავთ, თქვენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენზე ასაკით პატარაზე დაქორწინებას?

– კი, გოგო მყავს 30 წლის. ჩემს შვილსაც 20 წლით უფროსი ქმარი ჰყავს, ჩვენ გენეტიკაში გვაქვს დიდი ასაკობრივი სხვაობა მეორე ნახევრებს შორის. არც ჩემს შვილს და არც დედაჩემს არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონია.

– რას საქმიანობთ?

– ამ წუთში არაფერს არ ვსაქმიანობ. ადრე ვმუშაობდი პერსონალურ ასისტენტად. ვმუშაობდი მიკი რურკისთან, ნაომი კემპბელთან, ვალენტინოსთან და ბიზნესმენებთან.

– მართლა რთული ხასიათი აქვს ნაომი კემპბელს?

– ძალიან რთული ხასიათი აქვს ნამდვილად. პირველად როცა გავიცანი, უხეშად და ცუდად მომექცა. სურათიც კი არ გადაიღო ჩემთან. ამის გამო მისმა ‘სტაფმა” საყვედური უთხრა და მოგვიანებით ბოდიშიც კი მომიხადა. ეს ბევრი წლის წინ იყო და ძალიან ცოტა ხნით. რაც უფრო მაღალი სტანდარტების არის ცნობილი ადამიანი, უფრო მონურ შრომას მოითხოვენ, რაც ჩემი არ არის.

წყარო : პრაიმტაიმი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

,,ყველა შეცდომა რაც იყო – ღირსი ვარ…“ – სალომე გოგიაშვილის დიდი აღიარება!

Next Post

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Next Post
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In