აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7005 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.09 თეთრით გამყარდა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1431 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1458 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.27 თეთრით გამყარდა.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0634 ლარს შეადგენს.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.18 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5991 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 10 დეკემბერს შევა ძალაში.


