,,ეს ბიჭები ახლა, ყველა იქით მხარესაა გადასული” – ვანო ჯავახიშვილი გუნდის დაშლასა და არაბიძესთან დაძაბულ ურთიერთობაზე პირველად ალაპარაკდა

0
SHARES
2.4k
VIEWS

პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და იუ­მო­რის­ტი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და­ვით ქა­ში­აშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მას, “მე­სა­მე ფურ­ცელს“ სტუმ­რობ­და. ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა იმ რთულ გზა­ზე, რო­მელ­საც კრი­ტი­კუ­ლი მე­დია გა­დის, გა­იხ­სე­ნა გუნ­დის დაშ­ლის მტკივ­ნე­უ­ლი პე­რი­ო­დი და ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან დღეს აქვს

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მრე­ბი ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე

ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბი­სა, სცე­ნა მის­თვის მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს იკა­ვებს, რაც ხში­რად მის სიზ­მრებ­შიც აი­სა­ხე­ბა.

“სცე­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ახ­ლაც სულ მაქვს ხოლ­მე სიზ­მრე­ბი, რომ გა­მოვ­დი­ვარ სცე­ნა­ზე… თუმ­ცა, კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მრე­ბიც მქო­ნია. ჩემ­თვის კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მა­რი რა არის, იცით? რამ­დენ­ჯერ­მე გამ­ღვი­ძე­ბია ისე­თი შეგ­რძნე­ბით, თით­ქოს ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე გა­მოვ­დი­ვარ, სა­დაც 2000 კაცი მი­ყუ­რებს და მე არც სცე­ნა­რი მაქვს, არა­ფე­რი ვიცი და ვე­რა­ფერს ვამ­ბობ. ამ დროს გა­ოფ­ლი­ა­ნე­ბულს გა­მიღ­ვი­ძია“, – ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

იუ­მო­რი კრი­ზი­სის დროს და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი

ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა­სა და გუნ­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა.

“რად­გან ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, ხში­რად იც­ვლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ზოგი ვერ უძ­ლებს უხელ­ფა­სო­ბას, ზოგს უჭირს მუ­შა­ო­ბა და მი­დის. არის ისე­თი პე­რი­ო­დი, როცა უბ­რა­ლოდ თემა არ არის, ან გან­წყო­ბა არ არის შე­სა­ბა­მი­სი. გან­წყო­ბის მხრივ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვე­ბის პე­რი­ო­დი იყო. ასეთ დროს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ხუმ­რო­ბის და­წე­რაც კი გი­ჭირს. ვფიქ­რობ­დით, ხომ არ გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით დრო­ე­ბით, რად­გან ტე­ლე­ეკ­რან­ზე მძი­მე კად­რე­ბი გა­დი­ო­და და ამ დროს გა­მოს­ვლა და ხალ­ხის გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. თუმ­ცა, როცა ხვდე­ბი, რომ მა­ინც რა­ღაც უნდა თქვა, უფრო სა­ტი­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბას ვირ­ჩევთ, რომ გა­და­ცე­მა მთლად „გა­და­სა­ხარ­ხა­რე­ბე­ლი“ არ იყოს“.

კითხვის გაგრძელება

Next Post

Welcome Back!

Login to your account below

Create New Account!

Fill the forms below to register

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.