გოგონა ცხოვრობს ბინაში, რომლის კედლები და ჭერი იმდენად თხელია, ყველაფერი ისმის, თუ რა ხდება მეზობლების ბინებში. ერთხელ ზედა მეზობლის ბინიდან მოესმა ველური ყვირილის ხმები.
გოგომ თავიდან იფიქრა, ვიღაცას კლავენო, მაგრამ მერე ეს აზრი უკუაგდო და გაიფიქრა, უეჭველი მეზობელი წყილი ჩხუბობსო.
მოგვიანებით მის გონებამდე დავიდა აზრი, რომ მეზობელი წყვილი სექსით იყო დაკავებული და ხმაური არაფერი იყო, გარდა ვნებიანი წყვილის ინტიმური ურთიერთობისას გამოცემული ხმებისა, რომელიც ისე ისმოდა გოგოს ბინაში, თითქოს იმავე ბინაში ყოფილიყო სექსუალური ურთიერთობა წყვილს შორის.
გოგონამ ჩართო მუსიკალური ცენტრი მაღალ ხმაზე. ზედა სართულიდან კი ვნებიანი ხმები უფრო გარკვევით ისმოდა მუსიკის ჩართვის მიუხედავად. გავიდა დრო და გოგოს ჩაეძინა, კარგა ხნის მერე გაეღვიძა – კარზე საშინლად აბრახუნებდნენ.
გამოაღო კარი და დაინახა ლურჯთვალება გამხდარი მამაკაცი, რომელმაც აგრესიულად მიმართა: “დაუწიეთ მუსიკას ხმა, ისეთი ხმაურია, ვერ ვიძინებ!”
გოგონამ ვინაობა ჰკითხა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მამაკაცი მისი მეზობელი იყო ზემო სართულიდან.
მამაკაცის აგრესიული ტონით გაღიზიანებულმა გოგონამ ბრაზით მიმართა მას: “თქვენ რა!
სულ დაკარგეთ სინდისი, ჩემი მუსიკის ხმა გაღიზიანებთ და როგორ ფიქრობთ, რამდენიმე საათის წინ ცოლთან სექსით დაკავებულები ველურ ხმებს რომ გამოსცემდით და დასვენების საშუალებას არ მაძლევდით, ეს არ იყო გამაღიზიანებელი და შემაწუხებელი!?
მთელმა კორპუსმა გაიგო, რომ იურას და მის ცოლს ყველაფერი რიგზე აქვთ სექსუალური ურთიერთობის მხრივ!
მამაკაცი გაშეშდა და რამდენიმე წამის მერე იკითხა: ვინაა იურა? მე ანდრეი ვარ და ახლახან დავბრუნდი სამსახურიდან.. გაოცებული გოგოს სახის დანახვაზე მამაკაცმა რაღაც გაიაზრა და სწრაფად გაბრუნდა უკან თავისი ბინის მიმართულებით.
რამდენიმე წუთში ზედა სართულზე ისევ გაისმა ხმაური, მაგრამ ეს ხმაური უკვე აღარ ჰგავდა წყვილის სექსუალური კავშირისას გამოცემულ ხმებს, ეს აშკარად წყვილის ჩხუბის ხმა იყო.
ორჯერ რაღაცა თუ ვიღაცა ხმაურით დაეცა იატაკზე, გოგომ ძლივ მოახერხა ჩაძინება, მეორე დილით კი დაინახა ორი ჩემოდნით კიბეზე მომავალი თვალებჩალურჯებული მეზობლის ცოლი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..