აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.04 თეთრით გამყარდა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1681 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1640 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.41 თეთრით გაუფასურდა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომლის ღირებულება 0.0632 ლარია.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.03 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6087 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 16 დეკემბერს შევა ძალაში.


