ეზოტერიკოსი მაია ყუფარაძე 2026 წლის ზოგად დახასიათებას გვთავაზობს და ამბობს, რომ ცეცხლოვანი ცხენის წელში დაბადებული ბავშვები მეომრები და მამაცები იქნებიან. გარდა ამისა, იგი ცეცხლოვან ნიშნებს (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) ურჩევს, წითელი ფერი არ ჩაიცვან:
„დიდი ცვლილებების წელია. დედამიწაზეც, ჩვენს ქვეყანაშიც და გლობალურად. იქნებ დამთავრდეს ომები. ხომ უნდა ამოისუნთქოს დედამიწამ. 60 წელში ერთხელ არის ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი. იაპონიაში ამ წელს შობადობას კრძალავდნენ, განსაკუთრებით ეშინოდათ ამ წელს დაბადებული ქალების. ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობენ და ამბობენ, სადაც მიდიან უბედურება მოაქვთო.
მე კიდევ ვფიქრობ, რომ მცველებად მოდიან, ოჯახის, დედამიწის მცველებად. ვინც ელოდებით ცეცხლოვან წელში შვილებს, იცოდეთ, მეომრები იბადებიან. ამას წინასწარ გილოცავთ, იმიტომ რომ ლაჩარი ადამიანი არ მიყვარს. ლაჩარი ყველაფერზე ხელს აწერს და 2026 წელს ვინც იბადება, ძლიერები არიან. გირჩევთ, 2026 წელს ცეცხლოვანმა ნიშნებმა როგორიცაა – ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, წითელი არ ჩაიცვათ.
მოერიდეთ. ისედაც აგიზგიზებულები ხართ და წითელი კიდევ უფრო მოგიმატებთ ალს. ოქროსფერი და კრემისფერი კარგია. ცეცხლოვანი ცხენის წელს კატეგორიულად არ უყვარს შავი და მეტალისფერი ტონები. არ გააბრაზოთ. ვისაც გწამთ გაითვალისწინეთ, ვისაც არა – ექსპერიმენტი შეგიძლიათ ჩაატაროთ.
მე ჩემი უნდა გითხრათ. წელს კარგი ამბები მოხდება დედამიწაზეც და პირველ რიგში, მე ჩემი საქართველო მადარდებს. მშვიდად იყავით. ყველაფერი კარგად იქნება. ბოლო სიტყვას ღმერთი იტყვისო, რომ ამბობენ, ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა. ღმერთთან ომი კიდევ არავის მოუგია. ღმერთის მფარველობა არ მოგკლებოდეთ“, – ამბობს მაია ყუფარაძე.


