ჯეიკმა ცოლს ახალგაზრდა მდივანთან უღალატა. ახალი გოგონა ჯეიკს დაჟინებით სთხოვდა იმ ძვირადღირებულ სახლში ეცხოვრათ, სადაც ცოლთან ერთად ცხოვრობდა. გოგონამ საწადელს მიაღწია, რადგან ჯეიკის ადვოკატები ცბიერები აღმოჩდნენ.
კაცმა ედიტს (უკვე ყოფილ ცოლს) მოსთხოვა ბინა 3 დღეში დაეტოვებინა. პირველი დღე ქალმა საკუთარი ნივთების შეგროვებასა და ჩემოდნების ჩალაგებას მოანდომა.
მეორე დღეს დაიქირავა ხალხი, რომელიც ნივთების გადატანაში დაეხმარნენ.
მესამე დღეს ედიტი უკანასკნელად მიუჯდა მდიდრულ სასადილო მაგიდას, სანთლები აანთო, წყნარი მუსიკა ჩართო და სუფრა გაშალა – კრევეტები, ხიზილალა და ბოთლი შარდონე.
ტრაპეზის დასრულების შემდეგ, ფარდის კარნიზებზე მორჩენილი კრევეტები ჩამოკიდა. შემდეგ სამზარეულოში დაბრუნდა, დაასუფთავა და სახლი დატოვა.
როცა ჯეიკმა ახალი გოგონა სახლში მიიყვანა, პირველ დღეებში ყველაფერი შესანიშნავად იყო.
მოგვიანებით სახლში უსიამოვნო სუნი იგრძნობოდა. ახლადგამომცხვარი წყვილი, ცუდ სუნთან გამკლავებას მთელი ძალებით ცდილობდა. სახლს გამუდმებით ანიავებდნენ, წმენდნენ იატაკს, რეცხავდნენ ხალიჩებს, შეამოწმეს ყველა სარქველი, ჰაერის გამწმენდს სახლის ყველა კუთხეში ასხურებდნენ. უძვირფასესი იატაკის გამოცვლაც კი მოუხდათ, თუმცა შედეგი არ იყო.
წყვილის მეგობრები, მათთან სტუმრობაზე უარს ამბობდნენ. საბოლოოდ საშინელი სუნის ატანა გაუსაძლისი გახდა და გადასვლა გადაწყვიტეს.
სახლის გაყიდვას ვერ ახერხებდნენ, რადგან სუნი ყველას აფრთხობდა. ჭორები ყველგან გავრცელდა, შესაბამისად ამ სახლში მუშაობაზე არავინ თანხმდებოდა.
წყვილს ახალი სახლის შესაძენად დიდი ოდენობის თანხის გამოტანა მოუხდა.
ყოფილმა ცოლმა, ჯეიკს მოსაკითხად დაურეკა. ყოფილმა ქმარმა სახლის საშინელ მდგომარეობაზე უამბო. ედიტმა კი ჯეიკს უთხრა, რომ სახლი ძალიან მოენატრა, თან დაამატა, რომ ქორწინების გარიგებაში პირობებს შეცვლიდა, თუ სახლი მას დაუბრუნდებოდა.
ჯეიკმა მიიჩნია, რომ ყოფილმა ცოლმა სახლის უბედურება ვერ გააცნობიერა და სახლის ღირებულების 10%-ზე დათანხმდა, იმ პირობით, რომ ედიტი ამ დღეს აუცილებელ ქაღალდებს ხელს მოაწერდა.
ედიტიც თანახმა იყო და ერთ საათში ადვოკატებმა საჭირო ქაღალდები წარუდგინეს.
ერთი კვირის შემდეგ, ჯეიკი ახალ პარტნიორთან ერთად, მომღიმარე სახით აკვირდებოდა, როგორ აგროვედნენ ნივთებს ახალ სახლში გადასასვლელად. ყველაფერი თან წაიღეს, ფარდის კარნიზებიც კი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..