63 წლის ქალბატონი ნან ჰაუზერი პროფესიით ბიოლოგია. ნანმა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა ვეშაპებისა და მათი მოძრაობების შესწავლაში. ქალბატონს სურს, რომ ისინი ყოველთვის დაცულები იყვნენ, რათა ვეშაპების სიცოცხლე ყოველთვის რისკის ქვეშ დგას.
63 წლის ნანი ასევე მყვინთავია, მას ხშირად უწევს დელფინებთან და ვეშაპებთან ერთად ცურვა. ყველაფერი ჩვეულებრივ გრძელდებოდა იმ შოკისმომგვრელ დღემდე, რომელიც ნანს მთელი ცხოვრება ემახსოვრება..
ნანი ცხოვრობს რაროტონგაში, რომელიც ყველაზე დიდია კუკის კუნძულებს შორის(ეკუთვნის ახალ ზელანდიას). ამ წყლებში 21 სახეობის დელფინი, 16 სახეობის ზვიგენი, 600 -ზე მეტი სახეობის თევზი და რამოდენიმე სახეობის ვეშაპი ბინადრობს.
ასეთ მრავალფეროვან ადგილას ნანი წლებია კვლევებს ატარებს. 28 წლიანი გამოცდილების მიუხედავად, მას ძალიან საინტერესო და ამავდორულად სახიფათო ისტორია გადახდა. მოდით ვნახოთ რა მოხდა ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ნანიმ ახალი კვლევისთვის ოკეანეში გაცურა
2017 წელს ნანმა და მისმა მეგობრებმა ახალი ექსპედიციისთვის მომზადება დაიწყეს, ოკეანეში ჩაყვინთვის შედეგად, ნავთან ახლოს შენიშნეს კუზიანი ვეშაპი, რომელიც დაახლოებით იყო 16 მეტრის და 23 ტონას იწონიდა.
ეს ფაქტი ნანისთვის პირველი არ ყოფილა, მისთვის ამაღელვებელი ვეშაპის საქციელი იყო, რადგან მოულოდნელად ვეშაპი მისკენ მოემართა დიდი სისწრაფით. უმწეო ქალბატონმა არ იცოდა რა უნდა ექნა, უფრო სწორედ რომ ვთქვათ საკუთარ ბედისწერას უცბად შეეგუა.
რამოდენიმე წუთში ნანი დანებდა ვეშაპის აგრესიულ საქციელს, კოლეგები ფიქრობდნენ, რომ ნანი დიდი ალბათობით ცოცხალი ვერ გამოვიდოდა წყლიდან და მხოლოდ მისთვის ლოცვა შეეძლოთ.
ვეშაპის მოულოდნელ საქციელმა ქალბატონს ფიზიკური ზიანი მიაყენა, თუმცა სიმართლეც მალევე გაირკვა! ვეშაპისგან 50 მეტრის მოშორებით ვეფხვის ზვიგენი დაცურავდა(ერთ-ერთი ყველაზე სახიათო ზვიგენთა ოჯახიდან, უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული მათი ადამიანზე თავდასხმისა).
როდესაც მყვინთავი ნავზე ავიდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა ჭეშმარიტებას.. სინამდვილეში ვეშაპი მას იცავდა ზვიგენისგან, რომელიც სავარაუდოდ მყვითავზე თავდასხმას აპირებდა. ქალბატონი ნანი ამ მოვლენით აღტაცებული უფრო იყო ვიდრე შეშინებული.
ვეშაპი კიდევ ნავს არ სცილდებოდა, სანამ ზვიგენმა პერიმეტრი არ დატოვა. ნანმა რამოდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ისევ ჩაყვინთა და ვეშაპს მადლობა მოუხადა კოცნით.. ამის შემდეგ ვეშაპიც თავის გზას გაუყვა..
მოგახსენებთ, რომ კუზიანი ვეშაპები ცნობილები არიან, როგორც სხვა ცოცხალი არსებების მცველები. ძალიან ბევრი ჩანაწერი არსებობს, როდესაც ისინი ზვიგენებისგან იცავენ ადამიანებს, ზღვის ლომებს და ა.შ..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..