საქართველოში, ონთან ახლოს მიწისძვრა მოხდა – ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათი ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:18 წუთზე, ქალაქ ონიდან აღმოსავლეთით, 4 კილომეტრში მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.


