აშშ დოლარი გამყარდა და 2.6969 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6967 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.02 თეთრით გაუფასურდა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1467 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1503 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.36 თეთრით გამყარდა.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0625 ლარს შეადგენს.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.29 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6335 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 იანვარს შევა ძალაში.


