სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს და აბონენტებს აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ელექტროენერგია შემდეგ ქუჩებზე გაითიშება:
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გიორგი მელიქიშვილის, ჯავახეთის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამგორს დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), უზნაძის, ქობულაძის, ხარაბაძის, ალექსანდრე წულუკიძის, წალენჯიხის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ნათელა იანქოშვილის, ვასილ კოპცოვის, ბუკისციხის, ზანდუკელის, რამიშვილის, ზავრიევის, ტატიშვილის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გოჩა ონაშვილის, ონიაშვილის, ლაღიძის, ჩოჩუას, ნანეიშვილის, ივერიელის, მანდელშტამის, ზაქარია მხარგრძელის, ბეგაშვილის, კაკაბაძის, სერგო ჯიქიას, იოსებ და ლეონ ორბელის და კვაჭანტირაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და მირიან მეფის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


