• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Wednesday, January 14, 2026
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა აკავშირებდათ და რატომ გაიყო ვანო მერაბიშვილის და ბიზნესმენ გელა ბარკალაიას გზები?

by inew
14 January 2026
in საზოგადოება
0
რა აკავშირებდათ და რატომ გაიყო ვანო მერაბიშვილის და ბიზნესმენ გელა ბარკალაიას გზები?
0
SHARES
706
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“მათე მოტორსის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გელა ბარკალაია იმ პრივილეგირებულ ადამიანთა რიცხვში იყო, რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილი ჰქონდა. ისიც ამაყობდა ნაციონალებთან მეგობრობით, მარშალ გელოვანის გამზირზე, საკუთარ ოფისთან, ყვავილებით ხუთიანიც კი ამოატვიფვრინა. ერთ დღეს მისი და ძველი მეგობრების გზები გაიყარა. ბარკალაია დააკავეს და სოლიდური თანხა გადაახდევინეს.

გელა ბარკალაია: – უცხოეთიდან სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ავტომობილები შემოგვყავდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვქონდა ფილიალები და ბიზნესი გამართული იყო. სახელმწიფო მანქანების 99%-ის შეკეთებაც ჩემს ფირმაში ხდებოდა.  არც ვანო მერაბიშვილსა და არც ერთ პოლიციელს არასოდეს უთქვამს, საბურავს უფასოდ წავიღებ, ან მანქანა უფასოდ გამირეცხეო. 5 000-მდე მანქანას ვემსახურებოდი, აქედან 50% “პიკაპის” ტიპის მანქანები იყო, რითაც სპეცრაზმი გადაადგილდებოდა.

6 წელი გრძელდებოდა ასე. 2009 წელს კი საგადასახადო ისე შემოვიდა, თითქოს ბინ ლადენთან ვყოფილიყავით შეკრულები.

– არ წახვედით მეგობარ მინისტრთან სიტუაციის გასარკვევად?

– ვანოს მოადგილესთან, შალვა ჯანაშვილთან მივედი და ვუთხარი, გამაგებინე, რა ხდება-მეთქი. დამპირდა, გავარკვევო. მესამე შეხვედრაზე გამომიცხადა, ჩემთან არ მოხვიდეო. ამ დავაში 500 000-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს, მერე კიდევ დაამატეს და 800 000-მდე ავიდა. სიტუაციის გასარკვევად ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილთან მივედი, მითხრა, წესიერად გემუშავაო. Aარადა, ამ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე  მითხრა, შენნაირი გადამხდელი არ მყავსო. ამ საუბარს მოჰყვა მასთან დაპირისპირება და თანხაც მილიონამდე ავიდა. არ გადავიხადე. ბაინდურაშვილის ხალხი მეუბნებოდა, ხმაური არ ატეხო და ისე მოგიგვარებთ ყველაფერს, ოღონდ ვანომ და ადეიშვილმა არ გაიგონო. მეხუთე დღეს მოვიდა მათი წარმომადგენელი და მითხრა, ყველაფერი მოგვარებულია და სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ცალი “ნისან კაშკაი” საჩუქრად გადაეციო (60 000 ლარის ღირებულების). ჩემი წარმომადგენელი გავუშვი რუსთავში მანქანის გადასაფორმებლად, თურმე მთელი გენინსპექცია იქ დახვდა. უთხრეს, ამ დოკუმენტს მოაწერე ხელიო, ისიც ადგა და მოაწერა, ბეჭედიც დაარტყა. მოკლედ, მოტყუებით მოაწერინეს ხელი. აღმოჩნდა, რომ ამ დოკუმენტით მანქანა კერძო პირს, ფინანსურის ერთ-ერთ თანამშრომელს ვითომ აჩუქა.

– ანუ ქრთამის მიცემაში გადანაშაულებდნენ?

– მივხვდი, დაჭერას მიპირებდნენ და საავადმყოფოში დავწექი. 15 დღე ვიწექი ჩაფიძის კლინიკაში. იქიდან გამოსული სამსახურში რომ მივედი, იქაურობა გავსებული დამხვდა ძალოვანებით. დამაკავეს ქრთამის მიცემის ბრალდებით.

მოდულის შენობაში რომ გადამიყვანეს, ხელბორკილები არ დაუდიათ. ნორმალურ საკანში შემიყვანეს, ექიმი რომ დამჭირდა, მომიყვანეს. ჭამა ვის უნდოდა, თორემ ყველაფერი შემოატანინეს. ორმა ახალგაზრდამ აღმკვეთის შესაფარდებლად მანქანით სასამართლოში გადამიყვანა, გზად გადაუხვიეს, ხაჭაპური და “კოკა-კოლა” მიყიდეს, მამშვიდებდნენ, ახლა თქვენი შვილი სასამართლოში დაგხვდებათ, ხელბორკილით რომ გნახოთ, ინერვიულებს, ამიტომ ისე დაგადებთ, რომ არ დაგინახოსო. მოკლედ, პატიმრობა მომისაჯეს. ჩემი შვილიც შემახვედრეს, მაშინ მათე პატარა იყო. ჩემს ფირმას მისი სახელი ჰქვია.

– გლდანის ციხეში როგორ გექცეოდნენ?

– თავაზიანად. მე-8 საპყრობილის დირექტორმა მელაძემ მოადგილეს უთხრა, დიდი ხანი არ დარჩება ციხეში და გადაიყვანეთ იმ კამერაშიო, ანუ  განსაკუთრებულ საკანში, სადაც 5 კაცი დამხვდა: ჩაქვის პოლიციის ყოფილმა უფროსმა მაისური მაჩუქა, რუსთავის პოლიციის ყოფილმა უფროსმა წინდები, აეროპორტის მესაზღვრეების ყოფილმა უფროსმა – პირსახოცი. ყველაფერი ჰქონდათ – საჭმელი, საპონი, ქაღალდი. მეხუთე დღეს მოვიდა გამომძიებელი და მითხრა, გაუგებრობა მოხდა, აღიარე ქრთამის მიცემა და გაგიშვებთო. არ ვაღიარე, ვფიქრობდი, მორიგ პროვოკაციას მიწყობდნენ. წაყენებული მუხლი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. გამომძიებელი ყოველდღე შემოდიოდა და მეხვეწებოდა, ხელი მოაწერე, არც მერაბიშვილს უნდა შენი დაჭერა და არც ადეიშვილსო.

 

– როგორ ფიქრობთ, მერაბიშვილის ბრძანება იყო თქვენი დაკავება?

– ვფიქრობ, ვანო მისმა მოადგილე ჯანაშვილმა მოატყუა. ერთ დღეს სანადიროდ ყოფილან. ვანო თურმე გაეხუმრა, ასე ახლოს რომ ხარ ბარკალაიასთან, წილში ხომ არ ჩაგსვაო. ჯანაშვილს ამ სიტყვების შეეშინდა, სამსახურში აგენტი ჩამისვა, რომ ინფორმაცია გაეტანა, მერე ვანოს ტყუილი უთხრა, თითქოს ნახმარი ზეთი ჩავასხი პოლიციის მანქანაში. დღესაც ვამბობ, მერაბიშვილი არ დამიჭერდა, ის შეცდომაში შეიყვანეს. მე მისთვის არასოდეს მიღალატია.

– საპროცესო რა თანხა დაგიჯდათ?

– “ტოიოტას” მარკის 10 პიკაპი მოგვთხოვეს, არ მყავდა და “ტოიოტას” ცენტრიდან იყიდეს ჩემებმა. თითო 27 000 დოლარი ღირდა. საპროცესოში 5 000 ლარი გადამახდევინეს.

ციხიდან რომ გამოვედი, საქართველოდან წასვლა დავაპირე.  ბიზნესის გაყიდვა მინდოდა, მაგრამ  ხუთი წელი პირობითი მომცეს და ქვეყნიდან ვერ გავიდოდი. მერე ეს სასჯელიც არჩევნებამდე თვითონ მომიხსნეს.  დაახლოებით 10 მილიონამდე ზარალი მივიღე და ფირმა დღეს მხოლოდ 1 პროცენტით მუშაობს.

ბოლოს მთელი სისტემა ვანოს წინააღმდეგ მუშაობდა. პრეზიდენტს ძმები ახალაიების აზრი უფრო აინტერესებდა და სწორედ ისინი ებრძოდნენ ვანოს. მეგის ქარდავამ ერთხელ მანქანის წართმევა დამიპირა, ვანოს შევატყობინე და პასუხი მოსთხოვა. მერე გიგი უგულავამ ის მიწაც წამართვა, სადაც ჩემი ფირმის ოფისი მდებარეობს. აქ ხიდი უნდა გავიდესო, ბევრი ვიდავე და საბოლოოდ “გუდვილთან” 800 000 დოლარის ღირებულების მიწა მიყიდეს.

საჩივარი შეტანილი მაქვს პროკურატურაში, თუ ქონებას არ დამიბრუნებენ, გავაკეთებ განცხადებას და წავალ საქართველოდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს სამართლიანობისთვის. ეს მთავრობა რომ არ მოსულიყო, მთელი ქვეყანა განწირული იყო.

წყარო: კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

თბილისში ქალი მოკლეს – ვინ აღმოჩნდა სავარაუდო მკვლელი?

Next Post

ვალუტის კურსი შეიცვალა – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

Next Post
ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს?

ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In