თელავში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 15 წლის გოგოს დაეჯახა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა მოზარდი გზაზე გადასვლას ცდილობდა.
გოგონას მდგომარეონა უცნობია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


