თბილისის შემოვლითი გზა – გლდანთან ავტომობილი გადავარდა და დაიწვა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


