• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 24, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,ისეთ დღეში იყო, თავს იკლავდა… გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ცოლის დის შვილიშვილია” – რას ჰყვებიან ახლობლები 10 წლის მოზარდზე, რომელიც ბრმა ტყვიას ემსხვერპლა?

by inew
19 January 2026
in საზოგადოება
0
ტრაგედია, მოზარდი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა – სად მოხდა შემთხვევა?
0
SHARES
980
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ღვირიშში 10 წლის მოზარდის, გეგი ხეცურიანის სიცოცხლე ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

როგორც ირკვევა, ბავშვებმა სახლში ოჯახის უფროსის, გიზო გიორგობიანის ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს, ამ დროს შემთხვევით გასროლილი ბრმა ტყვია გეგი ხეცურიანს მოხვდა.

სასწრაფოს ბრიგადამ დაჭრილი ბავშვის გადარჩენა სცადა, მაგრამ მოზარდი კლინიკაში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს არტერია ჰქონდა დაზიანებული და ის სისხლისგან დაიცალა.

არსებული ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილას მალევე მივიდნენ სამართალდამცავები და იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს გიზო გიორგობიანი. სწორედ მას ეკუთვნის ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა.

“გიზო გიორგობიანის სახლში დატრიალდა ეს დიდი ტრაგედია. სოფელ ქვედა ღვირისში ცხოვრობს. გიზო დაკავებულია, მაგრამ დაკავება რად უნდა, კაცი ფაქტობრივად მკვდარია, რომ მოკლა ალბათ, მისთვის უკეთესი იქნება, ისეა განადგურებული ეს ადამიანი. ისეთ დღეში იყო, იკლავდა თავს. გარდაცვლილი ბიჭუნა მისი ნათესავია. მისი ცოლის დის შვილიშვილია. პირდაპირი ბაბუა არ არის. მე რომ მივედი ტრაგედიის ადგილას, პოლიცია უკვე მისული იყო. საშინელება ტრიალებდა, ბავშვი წაიყვანა სასწრაფომ, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ გზაში დაიღუპა. პოლიციას ტრაგედიის ადგილი შემოღობილი ჰქონდა და იქ აღარ გვიშვებდნენ, ისმოდა გიზოს განწირული ხმა. ისეთ დღეში იყო. როგორც ირკვევა, ბავშვებს უპოვიათ იარაღი, გარეთ გაუტანიათ და გაუვარდა ერთ ბავშვს და მოხვდა ტყვია მეორეს. ვისაც იარაღი ეჭირა ის გიზოს შვილიშვილია, როგორც ვიცი, 2- 3 წლით უფროსია გარდაცვლილ ბავშვზე. ბავშვებმა მოიპარეს თოფი და გამოუტანიათ გარეთ. გიზო მარტო ცხოვრობს და რადგან სახლში არ ჰყავდა არავინ, ეტყობა არ ჰქონდა სათანადოდ იარაღი შენახული. მერე ეტყობა გადაავიწყდა, რომ შეენახა. თორემ ისეთი ყურადღებიანი კაცია, ნუ იტყვით.

ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას იყო როგორც ჩანს ეს იარაღი. რატომ გამორჩა შენახვა, არ ვიცი, არადა ისეთი კაცია, სრულწლოვანმა რომ სთხოვო მას იარაღი დამაჭერინეო, ხელს არ მოგაკიდებინებს. მე რომ მეთქვა, არ მომცემდა. სანადირო თოფზეა საუბარი. სოფელში ნადირობენ ხოლმე და მასაც ჰქონდა სანადირო თოფი. ახლა ბოლო დროს ჯანმრთელობიდან გამომდინარე ცოტა შეუძლოდ არის გიზო და სანადიროდ წასული არც მინახავს. სოფელ ღვირიშის სკოლაში სიმღერის მასწავლებელია. ძალიან წესიერი, პატიოსანი კაცია. ეს რა მომივიდაო და თვითონ თავს იკლავს, საშინელ დღეშია.

ეს ტრაგედია ვის უნდოდა, არავის, უბრალოდ, ცელქი ბავშვები არიან და მოხდა უბედურება. გიზოს შვილიშვილიც, ვისაც გაუვარდა იარაღი, ის ბავშვიც საშინელ დღეშია. რაც მოხდა ეს არის უდიდესი ტრაგედია. გიზო რომ მომკვდარიყო იმ წუთებში ალბათ, ის ერჩივნა. მთელი სამეზობლო, ვინც გაიგო, ყველა იქ გარბოდა. სასწრაფო რომ გამოიძახეს, მალევე მოვიდა პოლიცია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს ამ დიდ ტკივილს. სოციალურ ქსელში წავიკითხე კომენტარები, სადაც ადანაშაულებენ ადამიანები გიზოს ისე, რომ დეტალები არ იციან და ტყუილებს წერენ. ცეცხლზე ნავთს ასხამენ. არადა უდიდესი ტრაგედიაა მომხდარი… განადგურებულია ყველა, უბედური შემთხვევაა და ეს მთელი სიცოცხლის მანძილზე იქნება მძიმე დაღი, როგორც მისთვის, ასევე მისი შვილიშვილისთვის. სხვა დეტალები არ ვიცი და არ მინდა ჭორის დონეზე ვილაპარაკო.

სოციალურ ქსელში რომ წერენ იმ ხალხს მინდა მივმართო, იქნებ, დაფიქრდნენ, იმ კაცისთვის რამხელა ტრაგედიაა, რაც მოხდა. ისედაც მთელი ცხოვრება ამ დარდში იქნება და დამუნათება რა საჭიროა. გული მოგვიკლა ყველას ამ ამბავმა. ვუსამძიმრებ ბავშვის მშობლებს, შემზარავი ტრაგედიაა. საუბარიც გვიჭირს ამ თემაზე,”- ამბობს ადგილობრივი “კვირის პალიტრასთან” საუბარში. განაგრძეთ კითხვა>>>

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

,,ყელში ამოვიდა თქვენი ზნედაცემული ჭორიკნობები…” – რამ გააბრაზა ბაბი კირკიტაძე?

Next Post

როდემდე გაგრძელდება თოვა საქართველოში?

Next Post
როდემდე გაგრძელდება თოვა საქართველოში?

როდემდე გაგრძელდება თოვა საქართველოში?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.