გამოხმაურება სტატიაზე “ვნანობ, რომ შვილს ოჯახი არ დავანგრევინე – უმაქნისი რძალი შემრჩა ხელში” და მიმართვა ბოროტ დედამთილებს:
ამ დედამთილებს ვერაფერს გაუგებ, რაც არ უნდა კარგი იყო, მაინც მოგიძებნიან წუნს (თუმცა ყველას არ ვგულისხმობ. კარგი და ცუდი დედამთილიც შეიძლება იყოს და რძალიც). ეს ქალბატონი რძალს იმას უწუნებს რომ საჭმელს არ აკეთებს სახლში.
ჩემი დედამთილი იმას მიწუნებდა, რომ ვაკეთებდი. მაგალითად, როცა ქმარს ვუცხობდი ნამცხვარს, ღვეზელს, ტორტს ვერ იტანდა, სახლი ირევა და დიდი დრო უნდა ცომეულსო. გეგონებოდა მისი გასაკეთებელი იყო ან მისი დასალაგებელი
არეული სახლი. მაგრამ ვერ ამიტანა მეორე ქალი სახლში და ეგ იყო მისი პრობლემა. მთელი ცხოვრება მარტო ყოფნას იყო მიჩვეული და ჩემთან შეგუება გაუჭირდა.
იმდენი ქნა, ჩემს ქმარს ჩემი თავი შეაძულა. მატყუანი ვიყავი თუ მართალი მაინც ყველაფერში დედამისის მხარეს იჭერდა. დედის გავლენა ძალიან დიდი აქვს..
ჩემი ქმრისგან და დედამთილისგან ბევრი დამცირება ავიტანე, ხელის დარტყმაც, შეურაცყოფაც, და დღემდე ვიტან.
მაგრამ წლინახევრის ბავშვი მყავს და არ მინდა, ოჯახი დავანგრიო, ამიტომაც ვითმენ ყვალაფერს, ოღონდ როდემდე მეყოფა ნებისყოფა, არ ვიცი..
2 თვის ფეხხმძიმე ვიყავი, როცა ამ ქალისნაირმა უსისხლო დედამთილმა მუცლის მოშორება და სახლში წასვლა მომთხოვა..
ახლა იმ ბავშვზე გიჟდება, ისე უყვარს. რაც ბავშვი გაჩნდა, მას მერე თითქოს მოლბა ჩემ მიმართ.
განა იმიტომ, რომ შევუყვარდი, უბრალოდ შიში აქვს, არ წავიდე და ბავშვიც თან არ წავიყვანო…
ღმერთს არსად ეჩქარება, ბოროტო დედამთილებო! ერთ მშვენიერ დღეს ყველაფრისთვის აგებთ პასუხს!!!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
ყურადღება: ფოტო პირობითია
თიკა