• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, January 25, 2026
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ღვთისმშობლის ხატთან ჯერ უჭკნობი ყვავილი შენიშნეს, მეორე დღეს კი – მირონდენა. აქ უამრავი ადამიანი მოდის შეწევნის სათხოვნელად” – მაცხოვრისკარის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

by inew
25 January 2026
in საზოგადოება
0
“ღვთისმშობლის ხატთან ჯერ უჭკნობი ყვავილი შენიშნეს, მეორე დღეს კი – მირონდენა. აქ უამრავი ადამიანი მოდის შეწევნის სათხოვნელად” – მაცხოვრისკარის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„21 წელი ველოდებოდით შვილს… ხატის მოლოცვის შემდეგ, იმაზე უკეთესი პასუხი გვაქვს, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ეს სწორედ დედა ღვთისმშობლის უდიდესი წყალობაა“, – სენაკელი წყვილის ისტორია, ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატის შეწევნის ერთ-ერთი შემთხვევაა. აბაშის რაიონის ულამაზეს სოფელ მაცხოვრისკარში, მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში, მსგავსი ისტორიები ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

ყველაფერი მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულის მეორე დღიდან დაიწყო, – ტაძრის კანკელზე დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატთან ჯერ უჭკნობი ყვავილი შენიშნეს, მეორე დღეს კი ხატმა მირონდენა დაიწყო. მას შემდეგ, არ წყდება მლოცველთა ნაკადი…

 

რა ხდება რეალურად ტაძარში? ამის შესახებ ტაძრის წინამძღვარი, მამა მიქაელი გვიამბობს:

– ყველაფერი მარიამობის დღესასწაულზე დაიწყო. ტაძარი, როგორც წესია, ყვავილებით გვქონდა მორთული. დღესასწაულის მეორე დღეს, 29 აგვისტოს, ჩვენმა სტიქაროსანმა საბამ მითხრა: მამაო, ნახეთ, სხვა ყვავილები კი ჭკნება, მაგრამ ხატთან ერთი ყვავილი ისევ ისეთი ცოცხალი და ნორჩია, თითქოს ახლახან მოწყვიტესო. ხომ არ დავტოვოთო?

მართლაც, დავტოვეთ.

ნამდვილი საკვირველება კი შაბათის ლოცვისას ვიხილეთ. როდესაც ღვთისმშობლის ხატს საკმეველს ვუკმევდი, შევნიშნე, თვალიდან სამი სველი ხაზი ჩამოდიოდა. თავიდან დავეჭვდი კიდეც, ვიფიქრე, ვინმემ რაიმე ხომ არ შეასხა-მეთქი, მაშინვე შევამოწმე… მაგრამ მალე დავრწმუნდით, რომ ეს ღვთის ნება იყო და ხატმა მირონდენა დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხატის წინ პარაკლისების კითხვა დავიწყეთ, მირონმა უფრო და უფრო იმატა.

 

საბა ზარქუა, ტაძრის სტიქაროსანი:

– საბა, თქვენ იყავით პირველი, ვინც ეს უჩვეულო ნიშანი შენიშნა. როგორ დაიწყო ყველაფერი?

-28 აგვისტოს, მარიამობის სადღესასწაულო წირვაზე, მრევლის მიერ მოტანილი ყვავილები კანკელის ხატებთან გადავანაწილე. საერთოდ, ყვავილებს ხატებთან დიდხანს არ ვაჩერებ, რადგან მალე ჭკნება. მეორე დღეს, როცა ტაძრის მოსაწესრიგებლად მივედი, შევნიშნე, რომ ღვთისმშობლის ხატთან ერთი ყვავილი სრულიად ცოცხალი და ნორჩი იყო, მაშინ როცა დანარჩენები უკვე დამჭკნარიყო. მაშინვე დავუძახე მამაოს. მან მითხრა: საბა, მოდი, პარასკევამდე, დღესასწაულის წარგზავნამდე დავტოვოთ და დავაკვირდეთო.

მართლაც, მესამე დღეს, როცა მამაომ კმევა დაიწყო, ვიხილეთ ღვთისმშობლის ხატს მარცხენა თვალიდან სისველე ჩამოსდიოდა, თითქოს ცრემლი სდისო. 20 დღის განმავლობაში თვალებიდან მოდიოდა მირონი, შემდეგ მთელ ხატზე გადანაწილდა.

 

მამა მიქაელი:

– მირონმდინარე ხატი ღვთისმშობლის რომელიმე ცნობილი ხატის ასლი ხომ არ არის?

– დედა ღვთისმშობლის ხატი ხატმწერ ჯაფარიძის შესრულებულია. ეს არის კანკელის ხატი, რომელიც არ გახლავთ რომელიმე ცნობილი ხატის ასლი. ეს არის ავტორისეული, ორიგინალი ნამუშევარი, ამიტომ ასეთ ხატს სხვაგან ვერ შეხვდებით. სწორედ ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია მას „მაცხოვრისკარის ღვთისმშობლის ხატი“ ვუწოდოთ.

– მამაო, პარაკლისებს სისტემატურად იხდით? როგორ შეუძლია ადამიანს მოვიდეს და მიეახლოს ხატს?

– ყოველ კვირას, წირვის დასრულების შემდეგ ვიხდით ღვთისმშობლის პარაკლისს და ყველა მლოცველს ვცხებთ მირონს. რაც შეეხება სხვა დღეებს, ტაძარი სანამ ღიაა, თუ ადამიანს სჭირდება, ყოველთვის მზად ვარ, მოვიდე და შევასრულო ლოცვა. იყო ასეთი შემთხვევაც: თბილისიდან ჩამოვიდნენ საღამოს 8 საათზე, მე უკვე სახლში ვიყავი, მაგრამ ხომ არ ვეტყოდი უარს? რა თქმა უნდა, მოვედი და გადავუხადე პარაკლისი. ასე რომ, ვისაც სჭირდება, ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ და მისი სახელით შევავედროთ ღვთისმშობელს სათხოვარი.

თავიდან იმდენი ხალხი მოდიოდა, დღეში ორჯერ და სამჯერაც კი მიწევდა პარაკლისის გადახდა. დღესაც ძალიან ბევრი მომლოცველი გვყავს. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ამ დიდ მადლთან შეხებას გადაწყვეტს.

– მადლის მოქმედება როდის ხდება ყველაზე ხელშესახები და როგორ უნდა მივეახლოთ სიწმინდეს, რომ მისი შეწევნამ არ დააყოვნოს?

– მნიშვნელოვანია სწორად გვესმოდეს ერთი რამ: თუ ადამიანი რწმენით არ იღებს სიწმინდეს, მხოლოდ გარეგანი შეხება ვერ უშველის. მირონი მთელ სხეულზეც რომ გადავივლოთ, თუ შინაგანად ადამიანი არ არის მომზადებული, მადლი ვერ იმოქმედებს.

სიწმინდე მოქმედებს იქ, სადაც არის რწმენა, სინანული და სიმდაბლე.

ღვთისმშობლის მირონი ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე რეაგირებს.

– მამაო, პირადად თქვენ რას უკავშირებთ ამ მოვლენას, რისი ნიშანია, რა სულიერი გზავნილია ჩვენთვის?

– ეს არის გაფრთხილება! დედა ღვთისმშობელი გვაფრთხილებს, რომ უფრო მეტი რწმენითა და სიყვარულით ვიცხოვროთ; მეტად აღმსარებლები და მაზიარებლები ვიყოთ. ფაქტობრივად, აპოკალიფსურ პერიოდში ვცხოვრობთ და უნდა მოვემზადოთ.

სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად არ ვცხოვრობთ და არ ვიქცევით ისე, როგორც ნამდვილ ქრისტიანს შეეფერება, ამიტომ ეს მოვლენა სინანულისკენ მოწოდებაა. ღვთისმშობელი გვამხნევებს, მაგრამ ამავდროულად გვაფრთხილებს კიდეც, რომ გამოვფხიზლდეთ.

 

საბა ზარქუა:

– ხატიდან მირონს სპეციალური მოფრთხილება სჭირდება. როგორ არის დაცული სიწმინდე?

– დიახ, მირონს განსაკუთრებული მოფრთხილება და სპეციალური გაწმენდა სჭირდება. ხატთან ახლოს არავის ვუშვებთ, რადგან კანკელის ხატია და იქ მხოლოდ მსახურები შევდივართ. გავლებულია სპეციალური ზოლი, გაბმულია წითელი ლენტი და იქ ვდგავართ სტიქაროსნები. ხალხი ხედავს ჩვეულებრივად, როგორ მოედინება ხატიდან მირონი.

– როგორ ეხმარებით მომლოცველებს, რომლებსაც სიწმინდესთან მიახლება სურთ?

– ვინც მოსვლას ვერ ახერხებს, მათ ახლობლებს მოაქვთ ჯვარი ან სხვა ნივთი, რომელიც სნეულს ეკუთვნის. ჩვენ მათ, მირონზე მივაახლებთ და ვუბრუნებთ. ხატის ქვემოთ დევს სპეციალური ჭურჭელი ბამბით, რომელიც იწოვს მირონს, შემდეგ ხდება მისი სხვა ჭურჭელში გადატანა, სადაც მირონი იწურება. ხატი იწმინდება ყოველ დილა-საღამოს.

– რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სნეული ტაძარში მოსვლას ვერ ახერხებს?

– ვინც შორიდანაა ან მწოლიარე ჰყავს სახლში, ან საავადმყოფოში, მამაოს კურთხევით ვატანთ მირონით დასველებულ ბამბას. ზოგმა გვითხრა, სხვაგან შპრიცებითაც გვაძლევდნენო -ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან არ ვიცით, ვინ როგორ გაუფრთხილდება. ამიტომ ყველას ვუხსნით და ისე ვატანთ. გვსურს, რომ ყველამ, ვინც საავადმყოფოშია და ვერ მოდის, გულით მიიღოს ღვთისმშობლის მადლი.

– თუ გახსენდებათ კონკრეტული სასწაული, რომელიც მრევლს გადახდა?

– ბევრი უჩვეულო ამბავი ხდება. მაგალითად, სენაკელი წყვილი იყო, რომელიც 21 წელი ელოდებოდა შვილს. ხატის მოლოცვის შემდეგ რომ ვკითხე, მითხრეს: რასაც ველოდებოდით, იმაზე უკეთესი პასუხი გვაქვსო. მდგომარეობა ისე შეიცვალა, რომ გაცილებით კარგი პასუხები მოვიდა, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ყველაზე მთავარი კი ის სიმშვიდეა, რასაც აქ მოსული ადამიანები გრძნობენ.

– პირადად თქვენთვის რისი ნიშანია ეს ყოველივე?

– ჩვენ ამას სასწაულს ვეძახით, მაგრამ ეს უფრო უფლის შეწევნაა. ნამდვილი სასწაული კი ის არის, რომ ამ მოვლენის ხილვის ღირსი გაგვხადა უფალმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა.

სხვათა შორის, ტაძარში გვაქვს კიდევ ერთი სასწაულმოქმედი, მაცხოვრის ნაბეჭდი ხატი, რომელსაც ჯერ კიდევ 2010 წელს, ერთ-ერთ ოჯახში ყოფნისას, ორი წლის განმავლობაში სდიოდა მირონი. ოჯახი შეშინდა კიდეც, ქაღალდს მირონი რომ წამოუვიდა. ახლა კი უკვე დედა ღვთისმშობელმა ინება თავის ხატზე მირონდენა.

 

მაცხოვრისკარის ისტორია, მღვდელი რომანოზის თავგანწირვა და დაბრუნებული სიწმინდეები

სოფლის სახელწოდებასა და ტაძარს საოცარი ისტორია აქვს. კომუნისტების პერიოდში, ტაძარი დაანგრიეს და სოფელს სახელიც შეუცვალეს – „განათლების კარი“ დაარქვეს, შემდეგ შემოკლებით „განკარს“ ეძახდნენ. მხოლოდ 2007 წელს, როდესაც ტაძარი გაიხსნა, წინამძღვრის თხოვნით სოფელს ძველი სახელწოდება – მაცხოვრისკარი დაუბრუნდა. ასეთი სახელით სოფელი მსოფლიოში მხოლოდ ერთია.

სოფელში ადრე ხის ტაძარი მდგარა, სადაც მღვდელი რომანოზ ჩოჩია მსახურობდა. ის ბოლშევიკებმა მოკლეს, რადგან ტაძრის სიწმინდეები გადამალა. მამა რომანოზმა მე-13 საუკუნის მაცხოვრის ხატი, ფეშხუმი, ბარძიმი და ყველა ნივთი, რაც მსახურებისთვისაა საჭირო, ერთგულ ადამიანს ჩააბარა და უთხრა: თუ ოდესმე სოფელში ტაძარი აიგება, ეს სიწმინდეები ტაძრის წინამძღვარს გადაეციო. მართლაც, როდესაც 2008 წელს, მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი იკურთხა, იმ ადამიანის შთამომავალმა ეს სიწმინდეები მოიტანა. ასე რომ, ჩვენთან დღეს ისევ ის მადლი ტრიალებს, რასაც მამა რომანოზი საკუთარი სიცოცხლის ფასად უფრთხილდებოდა.

ახალი ტაძრის მშენებლობას საფუძველი ქალბატონმა ნანული გუნიამ ჩაუყარა – ის თავად ყოფილა ტაძრის ქტიტორი, მწერალთა კავშირის წევრი და მხოლოდ დედაზე 500-მდე ლექსი ჰქონდა დაწერილი. ტაძარში ასევე დაბრძანებულია მაცხოვრის ნაბეჭდი ხატი, რომელსაც ჯერ კიდევ 2010 წელს ერთ-ერთ ოჯახში ყოფნისას ორი წლის განმავლობაში სდიოდა მირონი. ახლა კი უკვე დედა ღვთისმშობელმა ინება მირონდენა თავის ხატზე.

წინამძღვარი ასევე გეგმავს სასაფლაოზე არსებული ძველი ნატაძრალის გასუფთავებას, რათა იქ პატარა სამლოცველო დაიდგას.

წყარო: კვირის პალიტრა/შორენა მერკვილაძე

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ნიცამ ფრანგების დიდი ყურადღება მიიპყრო – რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეზე

Next Post

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

Next Post
26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In