ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ილია ღუდუშაური ფინანსთა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ინფორმაცია TV პირველს ღუდუშაურის ადვოკატმა დაუდასტურა.
ადვოკატის ცნობით, ღუდუშაურის ბრალი ამჟამად წარდგენილი არ აქვს.
“ბრალის წარდგენა არ მომხდარა და აქედან გამომდინარე, საქმის მასალებიც არ მაქვს. როგორც ვიცი წუხელ დააკავეს. მე არ ვყოფილვარ, არ შევსულვარ, დღეს უნდა შევიდე. სავარაუდოდ, დღეს იქნება ბრალის წარდგენა და დღეს მომცემენ მასალებსაც.
რაზე არის დაკავებული, რას ედავებიან ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით”. – უთხრა ადვოკატმა tv პირველს.



