• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 10, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ერთმა რუსმა ე.წ. ტურისტმა მკითხა: „სად დაკარგეთ ქართველებმა თქვენი ასეთი სანაქებო სტუმართმოყვარეობაო?“ მე კი ისეთი რამ ვუპასუხე..“ – იოსებ შველიძის გაცემული პასუხი, რომელმაც ინტერნეტ სივრცე მოიცვა

by inew
11 August 2022
in საზოგადოება
0
„ერთმა რუსმა ე.წ. ტურისტმა მკითხა: „სად დაკარგეთ ქართველებმა თქვენი ასეთი სანაქებო სტუმართმოყვარეობაო?“ მე კი ისეთი რამ ვუპასუხე..“ – იოსებ შველიძის გაცემული პასუხი, რომელმაც ინტერნეტ სივრცე მოიცვა
0
SHARES
33.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ადვოკატი იოსებ შველიძე რუს ტურისტთან შეხვედრისას გამართული დიალოგის შინაარსს უზიარებს საზოგადოებას სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, დამსვენებელმა მას ჰკითხა „სად დავკარგეთ სანაქებო სტუმართმოყვარეობა”, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღო:

„ერთმა რუსმა „ტურისტმა“ მკითხა: „სად დაკარგეთ ქართველებმა თქვენი სანაქებო სტუმართმოყვარეობაო?“.

მე ვუპასუხე: „- რაღაც ნაწილი 1801 წლის ანექსიას ემსხვერპლა, ნაწილი იმ საღებავში გაერია, რომლითაც ქართული ეკლესიები შეღებეთ,

ნაწილი იმ ქართულ საგანძურს გაჰყვა, რომელიც რუსეთში გაიტანეთ, რაღაცა ძალით გარუსებულმა ქართველებმა წაიღეს, რაღაცა იმ ციხესიმაგრეების ნანგრევებში მოყვა, რომელიც თქვენ საქართველოში დაანგრიეთ,

რაღაცა მარცვალი ქართველმა იუნკერებმა წაიღეს, ზოგი სტალინისა და ორჯონიკიძის ულვაშებმა შთანთქა, რაღაცა იმ ტერიტორიებზე დარჩა, რომელიც თქვენ საკუთარ თავსა და მეზობლებს დაურიგეთ, რაღაცა იმ დენთმა დაწვა, რომელიც „შინსახკომის“ ტყვიაში იყო, ნაწილი საქართველოდან თქვენს მიერ ძალით გადასახლებულმა ქართველებმა წაიღეს,

ნაწილი ქართული ენისათვის ბრძოლაში გაცვდა, რაღაცა ფეხოსანთა ალესილ ნიჩბებს გაჰყვა, რაღაცა თქვენს მიერ დაფინანსებულმა პუტჩისტებმა წამართვეს, რაღაცა სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირის, ცხინვალის, თამარაშენისა და კეხვის ნანგრევებში დაიმარხა,

ცოტა გურამ გაბესკირიას, ჟიული შარტავას და ათასობით ქართველს დავაყარე გულზე, რომელნიც თქვენს წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცნენ, ნაწილი იმ ქართველებმა გათელეს, რომლებიც თქვენს მიერ მოწყობილ ეთნოწმენდას გამოექცა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან,

ნაწილი თქვენს მიერ დანგრეული ეკლესიების ლოდებმა იმსხვერპლა, ნაწილი იმ თვითმფრინავს გაჰყვა უკან, რომლითაც თქვენ ქართველები ნახირივით ჩამორეკეთ საქართველოში, ნაწილი დამენიას, ანწუხელიძეს, შინდისელ ბიჭებსა და სხვა ვაჟკაცებს ჩავაყოლე საფლავში.

შენს მიმართ მარტო ბრაზი და ტკივილი დამრჩა. სანამ ეს ბრაზი გაღვივებულა, ჯობია გამეცალო და სახლში წახვიდე ან იმ მიმართულებით გაემგზავრო, საითკენაც დადის ნებისმიერი რუსული ტრანსპორტი, განსაკუთრებით გემები..

05.08.2022“, – წერს იოსებ შველიძე.

აღსანიშნავია, რომ პოსტმა უამრავი გამოხმაურება გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებლები იოსებ შველიძეს ასეთი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობას უხდიან.

გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

მსოფლიო შეძრა რეალურმა ამბავმა, რომლის დროსაც თითქმის 300 კაციან ქორწილში არავინ არ მივიდა

Next Post

რა მიზეზით წაიყვანა ახალგაზრდა პრაქტიკანტმა ექიმმა 17 წლის ინვალიდი ბიჭი საკუთარ სახლში და რა რეაქცია ჰქონდათ ამ ფაქტზე მის მშობლებს

Next Post
რა მიზეზით წაიყვანა ახალგაზრდა პრაქტიკანტმა ექიმმა 17 წლის ინვალიდი ბიჭი საკუთარ სახლში და რა რეაქცია ჰქონდათ ამ ფაქტზე მის მშობლებს

რა მიზეზით წაიყვანა ახალგაზრდა პრაქტიკანტმა ექიმმა 17 წლის ინვალიდი ბიჭი საკუთარ სახლში და რა რეაქცია ჰქონდათ ამ ფაქტზე მის მშობლებს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.