• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, February 1, 2026
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ გადანაწილდება დაგროვებითი პენსია ,როცა საპენსიო ასაკს მიაღწევთ

by inew
1 February 2026
in საზოგადოება
0
როგორ გადანაწილდება დაგროვებითი პენსია ,როცა საპენსიო ასაკს მიაღწევთ
0
SHARES
478
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რა განსხვავებაა სახელმწიფო პენსიასა და დაგროვებით პენსიას შორის, როგორ გადანაწილდება დაგროვებითი პენსია მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკს მივაღწევთ და დაგროვებითი პენსიის გამოყენების შემდეგ, სახელმწიფო პენსიით სარგებლობის უფლება გვექნება თუ არა – აქტუალურ შეკითხვებზე იურისტი, სამართლის ასოცირებული პროფესორი, თამარ კერძაია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს:

– დღეს არსებული კანონმდებლობით, სახელმწიფო პენსია ფიქსირებულია. სახელმწიფო პენსიას ყველა ადამიანი იღებს იმის მიუხედავად, მუშაობდა თუ – არა. ეს ფიქსირებული პენსიაა.

დაგროვებითი პენსია, რომელიც ხელფასიდან გვეჭრება – 2%-ს ჩვენ ვიხდით, 2-ს დამსაქმებელი, 2-ს კი სახელმწიფო, ფიქსირებული პენსიისაგან დამოუკიდებელი სქემაა.

როდესაც საპენსიო ასაკი მოგვივა, (თუ ხელფასიდან თანხა გვეჭრებოდა) ორივე პენსიას მივიღებთ – როგორც ფიქსირებულს, ისე დაგროვებით პენსიას. კანონით, ფიქსირებული პენსია ყოველ წელს უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, პენსიაც უფრო მაღალი იქნება.

დაგროვებითი პენსია წლებზე ნაწილდება. თუმცა, საინტერესოა, როგორ ნაწილდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველ წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ადგენს. იმ დროს, როდესაც ჩვენ პენსიაზე გავალთ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იქნება დადგენილი. ვთქვათ, იმდროისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად 90 წელია დადგენილი, ჩვენ კი 60 წლის ვართ. მოსალოდნელი სიცოცხლის 30 წელი გვაქვს. ჩვენ მიერ დაგროვებული თანხა, მაგალითად, თუ დაგროვილი გვაქვს 60 ათასი ლარი, 30 წელიწადზე გადანაწილდება. წელიწადში 2 ათასი ლარი გამოდის, თვეში, დაახლოებით, 166-167 ლარი გამოვა. თუ უფრო დიდხანს ვიცოცხლებთ, ვიდრე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა დადგენილი, შესაბამისად, მხოლოდ სახელმწიფო პენსიაზე გადავალთ, რომელსაც ისედაც ვიღებდით.

ადამიანებს, რომლებიც არ მუშაობენ და არც უმუშავიათ და საპენსიო ასაკი შეუსრულდებათ, თავისთავად ცხადია, რომ მათ დაგროვებითი პენსია არ ექნებათ. დაგროვებითი პენსიის იდეა არის ის, რომ ხელფასიდან გარკვეული თანხა გვეჭრება. ასეთ შემთხვევაში, ისინი მხოლოდ სახელმწიფო პენსიით განსაზღვრულ თანხას მიიღებენ.

იქიდან გამომდინარე, რომ დაგროვებითი პენსიის სქემა დასაქმებულის ხელფასიდან ჩამოჭრის პრინციპით მუშაობს, თუ პირი ოფიციალურად არ არის დასაქმებული, კანონის თვალსაწიერით, დასაქმებული არ არის. შესაბამისად, 2% ფიზიკურად ვერ ჩამოეჭრება, ვერც დამსაქმებელი დაუმატებს 2% და ვერც – სახელმწიფო. თუმცა, მაგალითად, დიასახლისს, ძიძას, შეუძლია, დამსაქმებელს მოსთხოვოს, რომ თანამშრომლობა ოფიციალურად გააფორმოს. შესაბამისად, აღნიშნული ბენეფიტებით ისარგებლებს. თუ ამის სურვილი არ აქვს და არაფორმალურად დასაქმებული დარჩება, მაშინ, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს, ექნება სახელმწიფო პენსია და არ ექნება დაგროვებითი პენსია.

– შეიძლება თუ არა დაგროვებითი პენსიის წინასწარ გადატანა?
– დღეს არსებული კანონმდებლობით, დაგროვებითი პენსიის წინასწარ ან ერთჯერადად გამოტანა არ შეიძლება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ეს გამონაკლისი შემთხვევებია:

პირველი, როდესაც პირი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, ან უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე ან კიდევ ბინადრობის უფლებას კარგავს. ასეთ შემთხვევაში, მას უფლება აქვს, დაგროვებითი პენსიის ერთჯერადად სრულად გატანა მოითხოვოს.

მეორე, თუ საპენსიო ასაკამდე ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა, ამ შემთხვევაში, შეუძლია, დაგროვებითი პენსიის გატანა დაიწყოს. თუმცა, არა ერთჯერადად, არამედ განაწილების პრინციპით. პირობითად, თუ ადამიანი 50 წლის ასაკში გახდა შშმ პირი, 50 წლიდან დაგროვებითი პენსიით სარგებლობას დაიწყებს.

– რა მოხდება პირის გარდაცვალების შემთხვევაში?
-საპენსიო დანაზოგი ჩვენი საკუთრებაა. თუ პირი საპენსიო ასაკის მიღწევამდე ან საპენსიო ასაკში გარდაიცვალა მანამ, სანამ თავისი საპენსიო აქტივები ამოწურა, მთელი ეს თანხა მემკვიდრეს გადაეცემა. მემკვიდრეს 2 არჩევანი აქვს: თანხა ერთიანად გამოიტანოს ან თავის საპენსიო აქტივებში გადაიტანოს და იმ სქემაში ჩართოს, რომელშიც თავადაა ჩართული – თავის საპენსიო დანაზოგს დაამატოს.
– რა ხდება ფულის ინფლაციის შემთხვევაში?
– ფული ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობით ღირებულებას კარგავს. ბუნებრივია, დღეს არსებული თანხა 20 წლის შემდეგ იგივე ღირებულების არ იქნება, როგორიც დღეს არის. როგორც სხვა ცივილურ ქვეყნებში, ჩვენთანაც შემდეგი პრინციპი მოქმედებს: ის, რასაც ჩვენი ხელფასიდან გავიღებთ, სახელმწიფოსა და დამსაქმებლის დამატებით მაშინვე სამმაგდება. გარდა ამისა, ეს თანხა სადღაც სეიფში კი არ დევს და კი არ ელოდება, როდის გავხდებით საპენსიო ასაკის. ამ თანხას ერიცხება სარგებელი.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

როდიდან გაუარესდება ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი

Next Post

მამარდას აგენტმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა! – გადავა თუ არა გიორგი ლივერპულიდან?

Next Post
მამარდას აგენტმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა! – გადავა თუ არა გიორგი ლივერპულიდან?

მამარდას აგენტმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა! - გადავა თუ არა გიორგი ლივერპულიდან?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
  • რემონტის შემდგომი დალაგება
  • ოფისების დალაგება
მანქანის ქიმწმენდა
დასუფთავების კომპანია
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In