თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად, თელაველი კაცი გარდაიცვალა შემთხვევა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
58 წლის მამაკაცი თელავის მკვიდრი იყო. ის თბილისში სამუშაოდ იმყოფებოდა და ბინაში მარტო ცხოვრობდა.
რა ვითარებაში მოხდა ტრაგედია, ოჯახის წევრები არ აკონკრეტებენ.
მეზობლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა გამათბობლისგან აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: primetime


