ყველი ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე ხშირადმოხმარებადი პროდუქტია. ვინაიდან არც თუ ისე იაფი ღირს და თან ფასსაც სეზონურობა ახასიათებს, ბევრი დიასახლისი მას თვეობით ინახავს.
ზაფხულში იაფად ნაყიდი ყველი რომ ზამთრის გაძვირებამდე გეყოთ, ძალიან კარგად უნდა იცოდეთ შენახვის წესი. ბევრი დიასახლისი ჩივის, რომ წესების დაცვის მიუხედავად, წათხი ყველს გემოს უცვლის და თბილისში ისე ვერ ინახება ყველი, როგორც სოფლებში.
ყველის შენახვის წესი ერთ-ერთი ყველაზე გამოხმაურებადი თემაა სოციალურ ქსელშიც. ამიტომ თ6ავი მოვუყარეთ სხვადასხვა დიასახლისის სოციალურ ქსელში გაზიარებულ გამოცდილებას და გტავაზობთ ყველის შენახვის ალტერნატიულ ხერხებს. მათი
უპირატესობა იმაშია, რომ კომენტარების ავტორებ ეს მეთოდები თავად აქვთ გამოცდილი.
- ყველი ქილაში
დაჭერით ყველი 4-6 მაწილად, ქილებში ჩააწყვეთ და ნელთბილი წათხი დაასხით. დაახურეთ პლასმასის თავსახური. დროდადრო თავზე პკე მოაცალეთ და წათხი დაამატეთ. თუ გინდათ, რომ ძალიან გამაგრდეს და მარილიანი იყოს, თვეში ერთხელ შეუცვალეთ წათხი.
- ყველი საყინულეში
„ცელოფანში მოთავსებული ყველი გაყინეთ და როცა გაადნობთ, ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც გაყინვამდე“ – რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ მეთოდს თურმე ჩვენში ბევრი იყენებს.
- ძმრის ესენცია
14 სუფრის კოვზი მარილი და სამი სუფრის კოვზი შაქარი ჩაყარეთ 3 ლიტრ წყალში და აადუღეთ. რომ ადუღდება, გამორთეთ და დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ძმრის ესენცია..ესეთი ცხელი დასსხით ყველს და შეინახეთ თუნდაც ერთი წელი, არც გაფუჭტება და არც ზედმეტ მარილს იღებს..