• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, April 4, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსათვის” – გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by inew
16 February 2026
in საზოგადოება
0
,,დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსათვის” – გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
0
SHARES
4.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ისტორიკოსი გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და  პოლიტიკოსის ოთარ ჭითანავას გარდაცვალების შესახებ წერს.

გიორგი კალანდია უსამძიმრებს საქართველოს და განსაკუთრებით სამეგრელოს და ემოციური წერილით ემშვიდობება:

„ოთარ ჭითანავას გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსათვის, თუმცა მისი ამ ქვეყნიდან წასვლა განსაკუთრებული ტკივილია სამეგრელოსათვის და ქალაქ ზუგდიდისათვის! იშვიათი ღირსებების ადამიანი, დარბაისელი, ტკბილად მოუბარი, ინტელიგენტი, ქვეყნისა და კულტურის მოამაგე, ახალგაზრდობის ქომაგი, დიპლომატიის ქურუმი, ყველა დაჩაგრულის შემწე, ყველა მოწადინებულის თანამდგომი, უაღრესად განათლებული… ამ საქებარი სიტყვების ნუსხა დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო…

ოთარ ჭითანავასთანა კაცები დღევანდელობას თითზე ჩამოსათვლელად შემორჩა, მისგან ყოველთვის ღირებული რჩევა შეგეძლო მოგესმინა, მისი ბრძენკაცული ქმედებებით კი მუდამ მოხიბლული რჩებოდი, ცალკე ამბავია ბატონი ოთარის მჭერმეტყველება და თამადობა…

ეს იყო ქართული სულის ნამდვილი ზეიმი, ბატონი ოთარი გამორჩეული ქველმოქმედი და პატრიოტი გახლდათ, მისი წყალობით ზუგდიდის დადიანების სასახლეები უმძიმეს წლებში დანიავებას, ტერიტორიების დატაცებასა და გაპარტახებას ბევრჯერ გადაურჩა, მისი თანადგომით უცხოეთიდან მუზეუმმა არაერთი ძვირფასი ექსპონატი დაიბრუნა…

სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ბატონი ოთარის ამ ქვეყნიდან წასვლა მისი საყვარელი ზუგდიდისათვის დიდი დანაკლისი და ტკივილია! ცხონება თქვენს სულს, სამარადისო სხოვნა თქვენს სახელს და უკვდავება თქვენს ღირსეულ საქმეებს“,- წერს კალანდია.

ცნობისთვის, ოთარ ჭითანავა იყო პარლამენტის წევრი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრი.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი გარდაიცვალა

Next Post

მე-8 სართულიდან ვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. სად მოხდა უბედური შემთხვევა?

Next Post
მე-8 სართულიდან ვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. სად მოხდა უბედური შემთხვევა?

მე-8 სართულიდან ვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა. სად მოხდა უბედური შემთხვევა?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.