თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ “პირველებთან” გააკეთა.
შვილმკვდარი დედის თქმით, ის ფაქტი, რომ პროკურატურა ძმებ კაკულიებისა და ბუსა ჟვანიასთვის ბრალის წარდგენას აპირებს, ამით ამ საქმისთვის წერტილი არ დასმულა – “ეს ალბათ მათი მხრიდან გამოცხადდა გახსნილად, აქ წერტილი არ დასმულა”.
,,არ მჯერა ამ მოტივის, ბრიფინგიც ასე დაიწყო, ვუსმენდი – “კანონიერი ქურდიო”. “კანონიერი ქურდი” ამ ქვეყანაში ვინც თავისი პირით აღიარა, ჩვენდა სამწუხაროდ არის ირაკლი ღარიბაშვილი. დანარჩენი, რას ნიშნავს, მე წარმოდგენაც არ მაქვს. ამიტომ, მე ვიღებ იმ კადრებს, რასაც ვუყურე, იმ საგამოძებო მოქმედებებს, რაც ვნახე, მაგრამ რაც შეეხება მოტივს, ალბათ საჭირო იყო გარკვეული მოტივი. მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი. ჩვენ 5 წლის განმავლობაში ვებრძოდით 9 თავიან დევს. ორი თავი წავაცალეთ 9 თავიან დევს, რომელსაც 5 წელი ვებრძოდით. ყველა თავი წასცვივდება გველეშაპს”, – განაცხადა იზა ომაძემ”, –
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია დასახელდა – გამოცხადდა ძებნა
იზა ომაძე საუბრობს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟზე, ბუსა ჟვანიაზეც, რომელიც პროკურატურამ მკვლელობის დამკვეთად დაასახელა.
შვილმკვდარი დედა ბრალდებულის დედას, ნინო ჟვანიას მიმართავს და მის დაპირებას ახსენებს.
მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი აღმოჩნდება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო, საინტერესოა დღეს რას გვეტყვის მისი დედა”, – ამბობს იზა ომაძე.
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა – მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები – დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ.
საქმის მასალების მიხედვით, ძმებმა კაკულიებმა „კანონიერ ქურდზე“, ნიკო კვარაცხელიას მამაზე, გია კვარაცხელიაზე „შურისძიების მოტივით“ და კრიმინალურ სამყაროში თავიანთი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, კვარაცხელიას ვაჟის შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს.


