ფარული ჩანაწერი “კურიერს” ელისო კილაძესთან სამართლებრივ დავაში მყოფი ბიზნესმენის, ბენ ანორის ადვოკატებმა მიაწოდეს და მათივე თქმით, აქვთ დასკვნა, რომ მასალა ავთენტიკურია.
ფარულ ჩანაწერში კილაძე ბრალდებულ ჯიბლაძეს ესაუბრება, გეგმავს ოპონენტებზე ზეწოლას, საუბრობს ქოლცენტრების თემაზე და ამბობს, რომ ოპონენტს წილი “აახია”.


