18 თებერვალს ბიზნესმენისა და მეცენატის, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა, იგი 70 წლის გახდა. მან უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილები მიიღო.
ბიძინა ივანიშვილმა დაბადების დღეს ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა – ფოტოს სოციალურ ქსელში შვილი, ბერა ივანიშვილი აქვეყნებს.
„ბედნიერი 70 წელი საყვარელ მამას და ბაბუას“, – წერს ბერა.



