მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სადაც მაღალია ალბათობა, რომ არ აკმაყოფილებენ შემწეობის მისაღებად დადგენილ პირობებს – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
„გადამოწმების წარმართვისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, რა დროსაც, პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ეკუთვნით შემწეობა. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში 2000 ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად,“- თქვა მან.
სარჯველაძის თქმით, თუ ოჯახს პოზიტიური დინამიკა აქვს, მდგომარეობა გაიუმჯობესა, აქვს შემოსავალი, „ბუნებრივია, რომ აღარ უნდა რჩებოდეს ბაზაში“.


